Erasmus+ სტუდენტებისათვის (Credit Mobility)

ხშირად დასმული კითხვები

  • სად მივიღოთ Erasmus+ -ის შესახებ ინფორმაცია?
    ყოველ აკადემიურ წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის  საგარეო ურთიერთობათა სამსახური აცხადებს კონკურსის შესახებ ინფორმაციას, რომელიც ქვეყნდება უნივერსიტეტის მთავარ ვებ-გვერდზე, ფაკულტეტების საინფორმაციო დაფებზე და სამსახურის სიახლეებში. კონკურსის გამოცხადებას წინ უძღვის საინფორმაციო პრეზენტაცია.
  • რამდენი ადგილია ვაკანტური?
    ვაკანტური ადგილები იცვლება ყოველ აკადემიურ წელს  და ადგილების შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს მიმღები უნივერსიტეტი.
  • ვღებულობდი მონაწილეობას, მქონდა მაღალი ქულები, მაგრამ ვერ გავიმარჯვე, რატომ?
    დიახ, ასეთი რამ არის შესაძლებელი. Erasmus+ -ის უმთავრესი მოთხოვნაა, პროგრამული თანხვედრა მიმღებ და გამგზავნ უნივერსიტეტებს შორის.
    მაგალითად: თუ თქვენ  ხართ სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი, მაგრამ  ევროპული უნივერსიტეტი მიღებას აცხადებს ეკონომიკისა და ბიზნესისა მიმართულებით, გამარჯვებული იქნება შესაბამისი სპეციალობის სტუდენტი. 
  • იცვლება თუ არა მიმღები უნივერსიტეტების სია ყოველ გამოცხადებაზე?
    დიახ, სია ცვალებადია და დაფუძნებულია უნივერსიტეტებს შორის გაფორმებულ პარტნიორულ ხელშეკრულებებზე.
  • საჭიროა თუ არა გავიარო ინგლისური ენის ტესტირება, როდესაც მაქვს სხვა სერთიფიკატი?
    დიახ, Erasmus+ -ის მოთხოვნაა, ყველა სტუდენტმა გაიაროს აღნიშნული ტესტირება.
  • გამარჯვების შემთხვევაში როდის განხორციელდება მობილობა?
    მობილობის განხორციელების პერიოდს ადგენს მიმღები უნივერსიტეტი.
  • ვარ დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, შემიძლია თ არა მივიღო მონაწილეობა?
    დიახ, იმ შემთხვევაში თუ მობილობა განხორციელდება გაზაფხულის სემესტრში.
  • საერთოა თუ არა მოტივაციის წერილი ყველა უნივერსიტეტისთვის?
    დიახ, საერთოა.
  • რომელ სემესტრს უნდა მოიცავდეს ნიშნების ფურცელი?
    ყველა განვლილ სემესტრს. 

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა