ერაზმუს+-ს გაცვლითი პროგრამის მესამე გამოცხადება პერსონალისთვის 2017-2018 სასწავლო წლისთვის დაიწყო. მობილობის ხანგრძლივობაა 5-9 დღე და უნდა განხორციელდეს 2017-2018 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრებში.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
კანდიდატი უნდა იყოს ბსუ-ს აკადემიური პერსონალი/მოწვეული მასწავლებლები/ სპეციალისტი, რომელიც არის ჩართული ბსუ-ს სასწავლო პროცესში არანაკლებ 3 წლისა.
სტიპენდია ითვალისწინებს დღიური და მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.
სტიპენდია არ ანაზღაურებს საერთაშორისო დაზღვევას.
რეგისტრაციის ბოლო ვადაა : 2017 წლის 14 ნოემბერი, 18:00 საათი.
მსურველებმა უნდა გაიარონ ელექტრონული რეგისტრაცია და საბუთების ორიგინალები წარმოადგინონ ბსუ-ს კანცელარიაში, არაუგვიანეს 14 ნოემბრის 18:00 საათისა.
რეგისტრაციის ლინკი: http://http://registration.bsu.ge/Results-2.php
საბუთები:
• პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
• ცნობა სამსახურიდან (ქართულ ენაზე);
• ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი ცნობა/სერთიფიკატი - B2 (ინგლისურ ენაზე);
• Europass CV (ინგლისურ ენაზე);
• მობილობასთან დაკავშირებული აკადემიური საქმიანობის გეგმა (ინგლისურ ენაზე);
• მხარდაჭერის წერილი მიმღები უნივერსიტეტის შესაბამისი დეპარტამენტიდან (ინგლისურ ენაზე).
კონკურსის ეტაპები:
• აკადემიური პირებისთვის: შესაძლებელია Skype-გასაუბრება მიმღებ უნივერსიტეტთან;
• საბუთების გადაგზავნა მიმღებ უნივერსიტეტებში;
• კანდიდატთა შერჩევა და სტიპენდიაზე ნომინირება მიმღები უნივერსიტეტის მიერ.
დანართი
უკან |