კულტურა

მუსიკალური ჯგუფი "ბსუ ბენდი"

2016 წელს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაზაზე  მუსიკალური ჯგუფი „ბსუ ბენდი“ ჩამოყალიბდა. ბენდის წევრები სხვადასხვა კურსისა და ფაკულტეტის სტუდენტები არიან. ჯგუფი ჩართულია, როგორც საქართველოში ჩატარებულ ღონისძიებებსა და ფესტივალებში, ასევე მოპოვებული აქვს პრიზები რამდენიმე საერთაშორისო  მასშტაბით გამართულ კონკურსზე.

მუსიკალური ჯგუფის წარმატებები

ბენდმა იტალიაში, ჩეხეთსა და აზერბაიჯანში ჩატარებულ ფესტივალებში მიიღო მონაწილეობა და თითოეული მათგანიდან წარმატებით დაბრუნდა. ჩეხეთში გამართული კონკურსიდან „სულიკო“ ჯგუფმა გრანპრი ჩამოიტანა, ხოლო იტალიასა და აზერბაიჯანში გამართულ ფესტივალებზე პირველი ადგილი მოიპოვეს. სამივე კონკურსზე მონაწილეობა დაფინანსებული იყო  უნივერსიტეტის მიერ. ასევე ბენდი ჩართული იყო საქართველოს მასშტაბით გამართულ 2 ფესტივალსა და საავტორო სიმღერების კონკურსში. 

მუსიკალური ჯგუფის ხელმძღვანელი:

კალისტრატე ცინცაძე

ტელ: 599 151 369


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა