კულტურა

ქორეოგრაფიული ანსაბლი „ტბეთი“

 
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოქმედებს სტუდენტური ქორეოგრაფიული ანსამბლი „ტბეთი“. ანსამბლი  1950-იან წლებში შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იმ დროისათვის პედაგოგიურ ინსტიტუტში, ცნობილმა ქორეოგრაფმა ალექსანდრე ჯიჯეიშვილმა დააარსა. ანსამბლს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ ცნობილი ქორეოგრაფები: გივი ჩიხლაძე, ვლადიმერ შალიკაშვილი, რევაზ ჭანიშვილი, ჯემალ ჩიჩუა, თამაზ ბეჟანიძე, ზურაბ სვანაძე. ,,ტბეთი“ იმთავითვე ერთ-ერთ ფართო მასშტაბიან და შემოქმედებითად სრულყოფილ კოლექტივად იქცა, რომელიც კონცერტებს მართავდა საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში.
 
მიღწევები
 
არსებობის პერიოდში ანსამბლი მნიშვნელოვან ყურადღებას აქცევდა საცეკვაო ფოლკლორის სიწმინდის დაცვასა და საშემსრულებლო ტრადიციების შენარჩუნებას, რის გამოც ,,ტბეთს“ სახალხო ანსამბლის წოდება მიენიჭა, 2000 წელს კი შემოქმედებითი წარმატებებისათვის საქართველოს პრეზიდენტის საპატიო დიპლომით დააჯილდოვეს.
 
2013 წელი - ბსუ-ს ქორეოგრაფიული სახალხო ანსამბლი ,,ტბეთი“ კულტურისა და ხელოვნების XIII საერთაშორისო ფესტივალის გამარჯვებულია.
 
2019 წელი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა ანსამბლმა „ტბეთმა“ წარმატებით მიიღო მონაწილეობა თურქეთში, ქალაქ გირესუნში გამართულ 42-ე ცეკვის საერთაშორისო ფესტივალში.

ბსუ-ს ანსამბლმა „ტბეთმა“  მონაწილეობა მიიღო  სტუდენტურ ქორეოგრაფიულ ფორუმ-ფესტივალში „ტერფსიქორე - 2019“.

ხელმძღვანელი: მერაბ დოლიძე


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა