ირლანდიის უმაღლესი განათლების ორგანოს (HEA) საერთაშორისო განათლების სასტიპენდიო პროგრამა
5 მარტი 2021 წელი
ირლანდიის უმაღლესი განათლების ორგანო (HEA) აცხადებს საერთაშორისო განათლების სასტიპენდიო პროგრამის მონაწილეთა შესარჩევ კონკურსს. პროგრამა ხელმისაწვდომია არაევროკავშირის ქვეყნების, მათ შორის, ქართველი სტუდენტებისთვის. მასში მონაწილეობა შეუძლია ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტს, მაგისტრატურის და კვლევის/დოქტორანტურის სტუდენტებს. ერთწლიანი აკადემიური პროგრამა ითვალისწინებს სწავლის საფასურის სრულად დაფინანსებას და სტიპენდიას 10 ათასი ევროს ოდენობით.
სრულად