დოქტორანტურა

ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში HISTOLAB Fellowship-ის მონაწილეთა შესარჩევი კონკურსი

სურათი

ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის ერთობლივი პროექტის ფარგლებში დაიწყო HISTOLAB Fellowship-თვის განაცხადების მიღება, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს ინოვაციას ისტორიის სწავლებაში ევროსაბჭოს ღირებულებებისა და სტანდარტების შესაბამისად (https://www.coe-histolab.eu/activities/histolab-fellowship). HISTOLAB Fellowship მიზნად ისახავს კვლევისა და ისტორიის სწავლებაში ინოვაციებთან დაკავშირებული აკადემიური სტატიების შექმნის თანადაფინანსებას. აპლიკაციის წარდგენა შეუძლიათ დოქტორანტებსა და ასევე, ისტორიის სწავლებაში ჩართულ პირებს.

HISTOLAB Fellowship პროგრამა მოიცავს ოთხი კვლევითი გრანტის დაფინანსებას 2023 წლის 1 ივლისიდან 2024 წლის 10 იანვრამდე პერიოდში. კვლევის ანგარიში დასრულებული უნდა იყოს 2024 წლის 29 თებერვალს.

თითოეული შერჩეული HISTOLAB-ი სტიპენდიანტი ისარგებლებს ფინანსური გრანტით (მაქსიმუმ 7 000 ევრო) კვლევისთვის და აკადემიური სტატიის წარმოებისთვის, რომელიც გამოქვეყნდება HISTOLAB-ისა და მისი პარტნიორების მიერ რედაქტირებულ აკადემიურ პუბლიკაციაში. ის ასევე მოიცავს, სურვილისამებრ, კვლევით ვიზიტს ლაიბნიცის საგანმანათლებლო მედიის ინსტიტუტში/გეორგ ეკერტის ინსტიტუტში. 

განაცხადი წარდგენილი უნდა იქნას ელექტრონული ფორმით არაუგვიანეს 2023 წლის 14 მაისისა.

 

  დანართი1
  დანართი2
  დანართი3

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა