დოქტორანტურა

დოქტორანტურაში მიღება

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის

დოქტორანტურის გზამკვლევი

მადლობა, რომ დაინტერესდით ჩვენი უნივერსიტეტის დოქტორანტურით. ქვემოთ თქვენ გაეცნობით, რას გთავაზობთ და რა უნდა გააკეთოთ, იმისათვის რომ ჩვენი უნივერსიტეტის დოქტორანტი გახდეთ.  

  • როგორ დავიწყო სწავლა დოქტორანტურაში?

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტში დოქტორანტურაში ჩარიცხვის ორი გზა არსებობს - მიღება და მობილობა.

  • ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი დოქტორანტურაში მიღებას აცხადებს აკადემიურიო საბჭო. ამ მიზნით, რექტორის ბრძანებით იქმნება მიმღები  კომისია. გთხოვთ, ადევნოთ თვალი ჩვენს ვებგვერდს.
  • დოქტორანტურაში სწავლისათვის, საჭიროა გქონდეთ აკრედიტებული სასწავლებლის მაგისტრის ან მაგისტრთან გათანაბრებული ხარისხი.
  • თუ აღნიშნული ხარისხი უცხოური უმაღლესი დაწესებულების მიერ მოგენიჭათ, მაშინ ჯერ უნდა მიმართოთ განათლების ხარისხის განვითარების ცენტრს
  •  რეგისტრაცია

დოქტორანტურაში მისაღებ კონკურსში მონაწილეობისთვის უნდა წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება (შეავსეთ და ამობეჭდეთ);

ბ) დოქტორანტობის კანდიდატის სააპლიკაციო ფორმა

გ) მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ბსუ-ს კურსდამთავრებულთათვის ბსუ-ს მიერ დამოწმებული დიპლომის ასლი, (მიმდინარე  წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);

დ) ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული);

ე) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;

ვ) 2 ფოტო სურათი ზომით 3X4–ზე და ელექტრონული ვერსია CD დისკზე;

ზ) წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);

თ) სადოქტორო კვლევითი პროექტის მოკლე ანოტაცია და სავარაუდო სამეცნიერო ხელმძღვანელის თანხმობა (შედგენილი თანდართული ფორმის შესაბამისად - ფორმა N1);

ი) უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

კ) სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს შესაბამისი სადოქტორო პროგრამა.

გამოცდები

 

დოქტორნატურაში მისაღები პროცედურა ორი ნაწილისგან შედგება:

 

  • წერითი გამოცდა ინგლისურ ენაში რომლის მიზანია კანდიდატის მიერ უცხო ენის არანაკლებ B2 დონეზე ფლობის შემოწმება.
  • გამოცდის წარმატებით გავლის შემდეგ, თქვენ გაივლით გასაუბრება/გამოცდას სპეციალობაში, გასაუბრების მიზანია, უნივერსიტეტი გაეცნოს თქვენს აკადემიურ მიღწევებს, არჩეული სფეროს შესახებ ცოდნას და მოტივაციას.

გამოცდების წარმატებით გავლის შემდეგ უნივერსიტეტის ვებ. გვერდზე განთავსდება ინფორმაცია გამოცდების შედეგების შესახებ, სწავლის დაწყებამდე ვალდებული ხართ  გააფორმოთ ხელშეკრულება ბსუ-თან.

  • სწავლა, სწავლება და კვლევა დოქტორანტურაში

  • ჩვენი დოქტორანტები არა მხოლოდ სწავლობენ სადოქტორო პროგრამებში, არამედ უშუალოდ არიან ჩართული უნივერსიტეტში მიმდინარე სწავლების პროცესში და კვლევებში.
  • თითოეული სადოქტორო პროგრამა შედგება სასწავლო და კვლევითი კომპონენტისაგან და სრულდება სადისერტაციო ნაშრომის დაცვით.
  • დოქტორანტურაში სწავლა მოიცავს 180 კრედიტს.
  • პირველი სემესტრის განმავლობაში თქვენ დაგიმტკიცდებათ სადისერტაციო ნაშრომის სათაური და სამეცნიერო ხელმძღვანელ, რომელიც დაგეხმარებათ კვლევისა და სასწავლო პროცესის შემდგომ დაგეგმვაში. თქვენი ხელმძღვანელი შეიძლება გახდეს როგორც ჩვენი უნივერსიტეტის აკადემიური და სამეცნიერო პერსონალი, ასევე სხვა წამყვანი ქართული და უცხოური უმაღლესი დაწესებულებების აკადემიური პერსონალი.
  • დოქტორანტურაში სწავლის დაწყებიდან ერთი სემესტრის განმავლობაში თქვენ შეადგენთ ინდივიდუალურ სასწავლო და კვლევით  გეგმას, რომელშიც მოცემული იქნება სასწავლო კომპონენტების შესრულებისა და კვლევის სავარაუდო გრაფიკი. ინდივიდუალური გეგმა ინახება თქვენს პირად საქმეში  და მისი ცვლილება შეიძლება ისევ თქვენი, თქვენი ხელმძღვანელისა და პროგრამის ხელმძღვანელთან თანხმობით მოხდეს.
  • სადოქტორო პროგრამაზე სწავლის ხანგრძლივობაა 3 წელია. ეს დრო შეიძლება გაიზარდოს 5 წლამდე მხოლოდ აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, სამეცნიერო ხელმძღვანელისა და დოქტორანტის დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე.

 

  • დისერტაციის დაცვა
  • დისერტაციაში ასახული უნდა იყოს თეორიული და/ან ექსპერიმენტული კვლევის დასაბუთებული შედეგები.
  • დისერტაციის წარმატებით დაცვის შემდეგ, თქვენ მოგენიჭებათ დოქტორის აკადემიური ხარისხი და გადმოგეცემათ შესაბამისი დიპლომი.
     

  • დაგვიკავშირდით

 

სამეცნიერო კვლევების სამსახური

science@bsu.edu.ge

გისურვებთ წარმატებებს!


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა