პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

პროფესიული პროგრამების სტუდენტებმა ფოტო და ვიდეო ნამუშევრები წარადგინეს

სურათი

ბსუ-ს  პროფესიული პროგრამების  ,,ბეჭდური და ონლაინ გამოცემების რეპორტიორისა’’  და ,,კორესპონდენტის’’   სპეციალობის სტუდენტებმა სასწავლო პროცესში განხორციელებული პრაქტიკული ნამუშევრები ფართო  საზოგადოებას  წარუდგინეს.  მომავალ  ჟურნალისტებს მიესალმნენ აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე და  ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში.    მოწვეულ სტუმრებს სტუდენტებმა წარუდგინეს ფოტო და ვიდეო ნამუშევრები,  ისაუბრეს  იმ  ჟურნალისტურ  პროექტებზე, რომლებშიც  აქტიურ მონაწილეობას ღებულობდნენ.  შეხვედრის დასასრულს,  აჭარის განათლების მინისტრმა  ინგა შამილიშვილმა  პროფესიულ სტუდენტთა პრაქტიკულ  კონფერენციაში   გამარჯვებულ სტუდენტებს  -  ლინდა მესხიძეს, ხატია რომანაძეს, იაგო ფალავანდიშვილს, თორნიკე დევაძესა და გიორგი   გორჯელაძეს   სერტიფიკატები გადასცა.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა