პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

ბსუ-ს მეფუტკრის პროფესიული პროგრამა გადაცემაში „ფერმა“

სურათი

ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეფუტკრის (III საფეხური) მოდულური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტები ბსუ-ს ბაზაზე არსებულ საფუტკრე მეურნეობაში სასწავლო და საწარმოო პრაქტიკას გადიან. ახალგაზრდებს რამდენიმე თვის განმავლობაში ჩამოუყალიბდებათ პროფესიისათვის საჭირო უნარ-ჩვევები და ფუტკრის მოვლის წესებთან ერთად, შეისწავლიან მეფუტკრეობის პროდუქტების წარმოებას. პირველი არხის სატელევიზო გადაცემა „ფერმა“ დაინტერესდა ბსუ-ს მეფუტკრის პროფესიული  პროგრამითა და ლექტორის მანანა ბოლქვაძის სასწავლო პროცესით. გადაცემა „ფერმა“ სექტემბერში სატელევიზიო სეზონს ბსუ-ს რეპორტაჟით გახსნის. 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა