პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

გსმ პირთა ქცევის მართვის პედაგოგიური საშუალებები სკოლამდელი აღზრდის საფეხურზე

კურსის მოცულობა: 15 სატრენინგო საათი
კურსის განხორციელებაში მონაწილე ტრენერები: 
მარინე გურგენიძე - ბსუ-ს განათლების ფაკულტეტის ასოცირებული-პროფესორი; 
ნანი მამულაძე - ბსუ-ს განათლების ფაკულტეტის ასოცირებულიპროფესორი
კურსის სამიზნე ჯგუფის აღწერა: საბავშვო ბაღების აღმზრდელები, დაინტერესებული პირები

კურსში ჩართვის წინაპირობა მსმენელთათვის: პროგრამაზე დაიშვება ნებისმიერი დაინტერესებული პირი, ვინც გადაიხდის სწავლის საფასურს და ბსუ-ს ადმინისტრაციასთან გააფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას

კურსის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები: ტრეინინგის მოსმენის შემდეგ მსმენელები შეძლებენ:

  • სასკოლო ასაკის გსმ აღსაზრდელთა ქცევის მართვის პედაგოგიური საშუალებების გააზრებას და ანალიზს.
  • თავიანთ საქმიანობაში აღნიშნული პედაგოგიური საშუალებების პრაქტიკული გამოყენების უნარ-ჩვევების დაუფლებას
  • სწავლების სტრატეგიების გამოყენებას გსმ მქონე ბავშვებთან;
  • გსმ პირთა ქცევის მართვას და პრევენციას.

მონაწილეთა შეფასების სისტემა: ტრენინგის მონაწილე ფასდება 100 ქულიანი სისტემით

შეფასება მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:

ა) ტრენინგზე დასწრება –20 ქულა (თითო დასწრება 5 ქულა)

ბ) ტრენინგზე აქტიურობა – 60 ქულა

გ) ტესტირება - 20 ქულა.

სერტიფიკატის მინიჭების მოთხოვნები: მსმენელი,  რომელიც დააგროვებს 49 ქულას და ნაკლებს, ვერ მიიღებს სერთიფიკატს.

მსმენელი, რომელიც დააგროვებს 51 ქულას მიიღებს პროგრამის გავლის სერთიფიკატს.

კურსზე რეგისტრაცია

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა