კურსის სახელწოდება: ,,ბავშვთა უფლებებისა და ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა დაცვის მექანიზმები“
კურსის მოცულობა: 15 საათი
კურსის განხორციელებაში მონაწილე მასწავლებლები:
• მარეხი მგელაძე - ფსიქოლოგიის მაგისტრი
• თამთა ინწკირველი - ფსიქოლოგიის მაგისტრი
კურსის სამიზნე ჯგუფის აღწერა: სკოლამდელი დაწესებულების აღმზრდელები, დაინტერესებული პირები
კურსში ჩართვის წინაპირობა მსმენელთათვის: პროგრამაზე დაიშვება ნებისმიერი დაინტერესებული პირი, ვინც გადაიხდის სწავლის საფასურს და ბსუ-ს ადმინისტრაციასთან გააფორმებს შესაბამის ხელშეკრულებას
კურსის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები: ტრენინგის მოსმენის შემდეგ მსმენელები გაეცნობიან ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში არსებულ პრობლემებს, მათი გადაჭრის გზებს და შეძლებენ მათ გამოყენებას თავიანთ პრაქტიკულ საქმიანობაში
მონაწილეთა შეფასების სისტემა: ტრენინგის მონაწილე ფასდება 100 ქულიანი სისტემით
შეფასება მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ა) ტრენინგზე დასწრება –20 ქულა (თითო დასწრება 5 ქულა)
ბ) ტრენინგზე აქტიურობა – 60 ქულა
გ) ტესტირება - 20 ქულა.
სერტიფიკატის მინიჭების მოთხოვნები: მსმენელი, რომელიც დააგროვებს 49 ქულას და ნაკლებს, ვერ მიიღებს სერთიფიკატს.
მსმენელი, რომელიც დააგროვებს 51 ქულას მიიღებს პროგრამის გავლის სერთიფიკატს.
უკან |