ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა 2019 წლის საშემოდგომო მიღება გამოაცხადა არქიტექტორ-ტექნიკოსის, ბიბლიოთეკარის, ვებინტერფეისის დიზაინერის, ვებინტერფეისის დეველოპერისა და მეფუტკრის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე. ბსუ-ს პროფესიულ პროგრამებზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, 85 ვაკანტურ ადგილზე რეგისტრაცია 309 აპლიკანტმა გაიარა, მათ შორის 5 სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონეა. მაღალი კონკურენციაა ვებინტერფეისის დიზაინერისა და ვებინტერფეისის დეველოპერის პროგრამებზე, რომელთა 40 ვაკანტურ ადგილზე განაცხადი 221-მა პირმა გააკეთა. პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის მსურველებისთვის გამოცდა შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 27 ოქტომბერს, საგამოცდო ცენტრებში ჩაატარა.
უკან |