ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას მოკლევადიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ,,საინჟინრო კომპიუტერული გრაფიკა AutoCad-1 (2d LT)“ .
პროგრამის მიზანი: მსმენელებს შეასწავლოს არქიტექტურული, სამშენებლო და კონსტრუქციული ნახაზების აგების პროცესის აღწერა; ნახაზების რედაქტირება; ნახაზების ანოტირება; სახვადასხვა ტიპის ფაილების გამოყენება; საპროექტო დოკუმენტაციის ფორმირება.
პროგრამის ხანგრძლივობა: სულ - 40 საათი (მათ შორის 35 საათი საკონტაქტო და 5 საათი - საგამოცდო), რომელიც ჩატარდება სულ 7 კალენდარულ დღეში (დღეში 5 აკადემიური საათი, სულ 35 საათი) და 1 საგამოცდო დღე (5 საათი).
მოკლევადიან პროგრამაზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია 2022 წლის 21 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით, 11:00-დან 16:00 საათამდე და ხელშეკრულების გაფორმებისა და პირადი საქმის გახსნის მიზნით ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ადმინისტრაციაში (ბსუ-ს N6 კორპუსი - ქ. ბათუმი, ლეონიძის ქ. N15, მე-3 სართული, ოთახი N303) წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება (თუ აპლიკანტი ქმედუუნაროა/შეზღუდულქმედუნარიანია, განცხადება უნდა წარმოადგინოს მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ქმედუუნარო/ შეზღუდულქმედუნარიანი პირის შემთხვევაში ასევე მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობა და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი - პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირის დაბადების მოწმობა ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განცხადების წარმოდგენაზე და ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილებას);
გ) სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი (პროგრამის ღირებულება: 350 ლარი).
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: ელ. ფოსტა: vocational@bsu.edu.ge; ცხელი ხაზი: 577491939
ბრძანება
უკან |