პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

ბსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებულ აპლიკანტთა რეგისტრაციის ვადები

სურათი

2022 წლის პროფესიული ტესტირების შედეგად ბათუმის შოთა რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებულმა აპლიკანტებმა 2022 წლის 03 ოქტომბრიდან 06 ოქტომბრის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე, ხელშეკრულების გაფორმებისა და პირადი საქმის გახსნის მიზნით ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ადმინისტრაციაში (ქ. ბათუმი, ლეონიძის ქ. N15, VI კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი N306) წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:

 

) განცხადება (თუ აპლიკანტი ქმედუუნაროა/შეზღუდულქმედუნარიანია, განცხადება უნდა წარმოადგინოს მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა);

) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ქმედუუნარო/ შეზღუდულქმედუნარიანი პირის შემთხვევაში ასევე მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობა და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი - პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირის დაბადების მოწმობა ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განცხადების წარმოდგენაზე და ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილებას); 

) სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი - ,,ბუღალტრული აღრიცხვის“, მებაღეობის“, ,,საბიბლიოთეკო საქმის“ და ,,სატყეო საქმის“  პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის, ხოლო საბაზო განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული  ასლი - ,,საფინანსო სერვისების“ და ,,ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის (პირმა, რომელმაც  განათლება  მიიღო უცხოეთში, უნდა წარმოადგინოს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი - უცხოეთში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის აღიარების შესახებ).

) ორი ფოტოსურათი 3X4-ზე;

ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისათვის).

  დანართი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა