პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

ბსუ-ში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სასწავლო პროცესი დაიწყო

სურათი

სტუდენტებს სწავლის დაწყება  ბსუ-ს რექტორმა, პროფესორმა მერაბ ხალვაშმა, ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მერაბ დიასამიძემ, პროფესიული პროგრამების ცენტრის დირექტორმა მადონა მიქელაძემ მიულოცეს და ის სიახლეები და შესაძლებლობები გააცნეს, რომელთაც უნივერსიტეტი მათ სთავაზობს. საზეიმო გახსნაზე ასევე სიტყვით გამოვიდნენ ბიბლიოთეკის დირექტორი ტარიელ ებრალიძე, დამსაქმებლები და  კურსდამთავრებულები.

ბსუ-ს პროფესიული პროგრამები დიდი მოთხოვნით სარგებლობს. მიმდინარე წელს 6 პროგრამის 140 ვაკანტურ ადგილზე 400-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა. 2022 წლის შემოდგომის სემესტრისთვის მიღება შემდეგ პროფესიულ პროგრამებზე გამოცხადდა:

  • საფინანსო სერვისები,
  • ბუღალტრული აღრიცხვა,
  • ინფორმაციის ტექნოლოგიის მხარდაჭერა,
  • სატყეო საქმე,
  • მებაღეობა ,
  • საბიბლიოთეკო საქმე.

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა