პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

სტუდენტებს ბსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის წევრებმა „ბსუ-ს სტუდენტური დღეები 2023’’ წარუდგინეს

სურათი

ბათუმის შოთ რუსთველის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის სტუდენტებს ბსუ-ს სტუდენტთა კარიერული განვითარების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის წევრები შეხვდნენ და მიაწოდეს ინფორმაცია „ბსუ-ს სტუდენტური დღეები 2023’’-ის შესახებ . სტუდენტური დღეების ფარგლებში სტუდენტები ფაკულტეტების მიხედვით ეჯიბრებიან ერთმანეთს სპორტული, კულტურული და ინტელექტუალური აქტივობების სხვადასხვა სახეობაში. გამარჯვებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან თასებით, ფასიანი პრიზებით და შემეცნებითი საექსკურსიო ტურებით. ყველაზე მეტ სახეობაში გამარჯვებულ ფაკულტეტს კი გადაეცემა „ბსუ-ს სტუდენტური დღეები 2023’’-ის გრან-პრი.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა