პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

გამოცხადდა მიღება პროფესიული გადამზადების პროგრამაზე „მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა“

სურათი

გამოცხადდა მიღება პროფესიული გადამზადების პროგრამაზე ,,მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა“. პროგრამაზე სწავლის მსურველთა რეგისტრაცია განხორციელდება 2023 წლის 24 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), რისთვისაც დაინტერესებულმა პირებმა უნდა მიმართონ დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს, აჭარის დასაქმების სააგენტოს შემდეგ მისამართზე - ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის ქ. 70/72.

  რეგისტრაციისთვის საჭირო დოკუმენტაცია:

 ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (დედანთან ერთად);

 ბ) ფოტოსურათი (3X4);

 გ) პროფესიული გადამზადების პროგრამით - ,,მცენარეთა ინტეგრირებული დაცვა“  განსაზღვრული წინარე განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ბსუ-ს კურსდამთავრებულის შემთხვევაში უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი, ბსუ-ს გერბიანი ბეჭდით დამოწმებული);

 დ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისათვის);

   დაშვების წინაპირობები:

  • განათლება: სრული ზოგადი;
  • ასაკი: არანაკლებ 18 წელი;

აპლიკანტთა შერჩევის ფორმა: გამოცდა (ტესტირება) და გასაუბრება (ონლაინ)

აპლიკანტი/პროგრამის გავლის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს: მუშაობის გამოცდილება არანაკლებ 1 წელი;  მემცენარეობის დარგში დასაქმებული ფერმერი და/ან აგრონომი და/ან აგრომეწარმე და/ან აგრობიზნესის წარმომადგენელი და/ან აგრარული მიმართულების დამამთავრებელი კურსის სტუდენტები და კურსდამთავრებულები.

რეგისტრაციასთან დაკავშირებულ საკითხზე კონსულტაციისათვის დაგვიკავშირდით:  577-49-19-39

 


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა