ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბსუ-ს სტუდენტებისთვის აცხადებს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული „ერაზმუს+“-ის გაცვლითი პროგრამის კონკურსს ევროპის სხვადსხვა უნივერისტეტში მობილობის განსახორციელებლად 2024-2025 სასწავლო წლის შემოდგომა/გაზაფხულის სემესტრებისთვის (დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში 1).
კონკურსში მონაწილეობის პირობები სტუდენტებისთვის:
- სტუდენტი უნდა იყოს ბსუ-ს აქტიური სტატუსის მქონე:
- ბაკალავრიატის საფეხურის II, III, IV, V ან VI სემესტრის სტუდენტი;
- მაგისტრატურის საფეხურის პირველი სასწავლო წლის სტუდენტი;
- დოქტორანტურის საფეხურის სტუდენტი;
- სტუდენტს არ უნდა ჰქონდეს მოპოვებული „ერაზმუს მუნდუს“-ის/“ერაზმუს“+-ის გრანტი ანალოგიურ საფეხურზე;
- სტუდენტს არ უნდა ჰქონდეს გატარებული ბოლო 5 წლის განმავლობაში 12 თვეზე მეტი ევროკავშირის ქვეყანაში;
- კანდიდატს განაცხადი შეაქვს იმ საფეხურზე, რომელზეც კონკურსის მიმდინარეობისას ირიცხება;
- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, კანდიდატი სწავლობდეს აღნიშნული უნივერსიტეტების მიერ შემოთავაზებულ პროგრამაზე ან/და გადიოდეს ამ დარგის შესაბამის საგნებს (MINOR -პროგრამის ჩათვლით).
საბუთები ბაკალავრიატის სტუდენტთათვის:
- პირადობის მოწმობის/საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
- Europass CV (ინგლისურ ენაზე);
- მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
- ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
- ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
- სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 2 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).
მაგისტრატურის სტუდენტთათვის:
- პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
- Europass CV (ინგლისურ ენაზე);
- მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
- ნიშნების ფურცელი ინგლისურ ენაზე - არსებობის შემთხვევაში;
- ინდივიდუალური სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
- ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
- ბაკალავრიატის საფეხურის დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე);
- სასწავლო ხელშეკრულება - დანართი 2 (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან).
დოქტორანტურის სტუდენტთათვის:
- პირადობის მოწმობის / საერთაშორისო პასპორტის ასლი;
- ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ (ქართულ ენაზე);
- Europass CV (ინგლისურ ენაზე);
- მოტივაციის წერილი არაუმეტეს 1 გვერდისა (ინგლისურ ენაზე);
- ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე);
- სარეკომენდაციო წერილი შესაბამისი ფაკულტეტის წარმომადგენლის ხელმოწერით (ქართულ ენაზე);
- ეკონომიკური, სოციალური ან ჯანმრთელობის პრობლემის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში ცნობა ინგლისურ ენაზე, ნოტარიულად დამოწმებული ასლი);
- მაგისტრატურის საფეხურის დიპლომის დანართი (ინგლისურ ენაზე);
- სასწავლო ხელშეკრულება (შეთანხმებული შესაბამისი ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან);
- ერთი სარეკომენდაციო წერილი (ინგლისურ ენაზე);
- დაინტერესების წერილი (Letter of Interest) მასპინძელი უნივერსიტეტიდან.
კონკურსის ეტაპები სტუდენტებისთვის:
პირველი ეტაპი - დოკუმენტების მიღება:
2024 წლის 19 მარტიდან 15 აპრილამდე (15:00 საათამდე)
დადგენილი საბუთების ატვირთვა ელექტრონულ ბმულზე: https://registration.bsu.ge/Registration-2.php და ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე.
ბსუ-ს სტუდენტურ პორტალზე აპლიკანტმა განცხადებაში რექტორის სახელზე უნდა მიუთითოს: ტელეფონის ნომერი, ელ. ფოსტა, ტესტირების სასურველი ენა და დონე (ინგლისური B1/B2, ფრანგული B1/B2) და ატვირთოს წარმოსადგენი დოკუმენტები ერთი ფაილის სახით (ZIP).
უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის არსებობის შემთხვევაში, სტუდენტი თავისუფლდება ტესტირებიდან.
საბუთების წარმოდგენა ორივე მისამართზე აუცილებელია!
2024 წლის 17 აპრილი, 10 :00 - ტესტირება უცხო ენაში ( საგამოცდო ცენტრი)
იმ სტუდენტებისთვის, ვინც წარმატებით გადალახავს დადგენილ ბარიერს ტესტირების დროს ინგლისურ ენაში:
მეორე ეტაპი
2024 წლის 18 აპრილი - გასაუბრება შესარჩევ კომისიასთან
სტიპენდია მოიცავს:
- უფასო სწავლას;
- თვიურ სტიპენდიას;
- მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას.
სტიპენდია არ ანაზღაურებს ვიზის ხარჯებს და საერთაშორისო დაზღვევას!
შესაძლებელია, მიმღები უნივერსიტეტი ინდივიდუალურად დაუკავშირდეს კონკურსანტებს და ჩაუტაროს გასაუბრება.
არასრულად წარმოდგენილი საბუთები არ განიხილება!
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ შემდეგ ელმისამართზე: erasmus@bsu.edu.ge
დანართი1
დანართი2
უკან |