2024 წელს ბსუ-ს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით უფლებამოპოვებულმა აპლიკანტებმა ბსუ-ში რეგისტრაციისათვის, ხელშეკრულების გაფორმებისა და პირადი საქმის გახსნის მიზნით 2024 წლის 11 ნოემბრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით (შაბათ-კვირის გარდა), 10:00-დან 17:00 საათამდე, ბსუ-ს პროფესიული პროგრამების მართვისა და უწყვეტი განათლების ცენტრის ადმინისტრაციაში (ქ. ბათუმი, ლეონიძის ქ. N15, VI კორპუსი, მე-3 სართული, ოთახი N302) წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება (თუ აპლიკანტი ქმედუუნაროა/შეზღუდულქმედუნარიანია, განცხადება უნდა წარმოადგინოს მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა);
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ქმედუუნარო/ შეზღუდულქმედუნარიანი პირის შემთხვევაში ასევე მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის პირადობის მოწმობა და უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი - პროგრამაზე ჩარიცხვის უფლებამოპოვებული პირის დაბადების მოწმობა ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს განცხადების წარმოდგენაზე და ხელშეკრულების გაფორმებაზე უფლებამოსილებას);
გ) სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი - ,,საექთნო განათლება“, ,,აღმზრდელი“ და ,,საბიბლიოთეკო საქმის“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამებისათვის, ხოლო საბაზო განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი - ,,საფინანსო სერვისების“ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამისათვის (პირმა, რომელმაც განათლება მიიღო უცხოეთში, უნდა წარმოადგინოს სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი - უცხოეთში გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის აღიარების შესახებ);
დ) ორი ფოტოსურათი 3X4-ზე (მათ შორის ელექტრონულ მატარებელზე წარმოდგენილი);
ე) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სამხედრო აღრიცხვას დაქვემდებარებული პირებისათვის).
ბრძანება
უკან |