ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ გამოცხადებული არაფორმალური საგანმანათლებლო კურსების შემუშავების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია და არაფორმალური საგანმანათლებლო კურსის “უწყვეტი პერსონალური და პროფესიული განვითარების სტრატეგიები” განხორციელების უფლება მოიპოვა.
კურსის მიზანია მსმენელებს მისცეს ცოდნა ემოციების მართვის ტექნიკის, ეფექტური კომუნიკაციის სტრატეგიების, უწყვეტი თვითმართვითი სწავლების შესახებ. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს გამოუმუშავდებათ კონკურენტულ სამუშაო გარემოში გადასვლასა და ადაპტაციასთან დაკავშირებულ სირთულეებთან გამკლავებისა და უწყვეტი პროფესიული ზრდისთვის საჭირო უნარები.
კურსის ძირითად სამიზნე ჯგუფში მოიაზრებიან აჭარის რეგიონში მცხოვრები მრავალშვილიანი დედები, მაღალმთიანი რეგიონის მაცხოვრებლები, კურსის განხორციელება დაგეგმილია ხულოს, შუახევის და ქედის მუნიციპალიტეტებში.
უკან |