პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

უწყვეტი სამედიცინო განათლების მოკლევადიან პროგრამაზე მიღება გამოცხადდა

სურათი

ცხადდება მიღება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭოს მიერ 2024 წლის 27 სექტემბრის N19 სხდომის გადაწყვეტილებით აკრედიტებულ (აკრ. N0770) უწყვეტი სამედიცინო განათლების (შემდეგში - უსგ) ტრენინგ-პროგრამაზე „მუცლის და მენჯის ღრუს ორგანოების გადაუდებელი შემთხვევების რადიოლოგიური დიაგნოსტიკის საფუძვლები“.

პროგრამა განკუთვნილია სპეციალობებში: ,,რადიოლოგია", „გადაუდებელი მედიცინა", „ზოგადი ქირურგია" სერტიფიცირებული ექიმებისთვის.

უსგ-ის პროგრამის მოდულები/თემები:

  1. პროგრამის შესავალი.

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გადაუდებე­ლი შემთხვევების რადიოლოგიური დიაგნოსტიკის საფუძვლები (3 საათი);

  1. ჰეპატო-ბილიარული სისტემის გადაუდებელი შემთხვევე­ბის რადიოლოგიური დიაგნოსტიკის საფუძვლები (3 საათი);
  2. საშარდე სისტემისა და მამაკაცის მენჯის ორგანოების გადა­უდე­ბე­ლი შემთხვევების რადიოლოგიური დიაგნოსტიკის საფუძვლები (3 საათი);
  3. ქალის მენჯის ორგანოების გადაუდებელი შემთხვევების რადიოლოგიური დიაგნოსტიკის საფუძვლები (3 საათი).

პროგრამის ხელმძღვანელი და ტრენერები:

  1. პროგრამის ხელმძღვანელი და ტრენერი - დავით ცეცხლაძე (ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის პროფესორი, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმი-რადიოლოგი, რადიოლოგიური დიაგნოსტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, სამედიცინო დაწესებულების ,,ვიანი“-ს სარეზიდენტო პროგრამის „რადიოლოგია“ ხელმძღვანელი და რენტგენოდიაგოსტიკის მოდულების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი );
  2. ტრენერი - სოლომონ ფუტკარაძე (მედიცინის დოქტორი, ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს ექიმი-რადიოლოგი, თსსუ-ის სარეზიდენტო პროგრამის „რადიოლოგია“ ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის სასწავლო მოდულების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი);
  3. ტრენერი - თამაზ ხმალაძე (მედიცინის დოქტორი, ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის ექიმი-რადიოლოგი, თსსუ-ის სარეზიდენტო პროგრამის „მეანობა/გინეკოლოგია“ ულტრაბგერითი დიაგნოსტიკის მოდულის განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი);
  4. ტრენერი - იათამზე თანდილავა (მედიცინის აკადემიური დოქტორი, ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტზე მოწვეული უფროსი მასწავლებელი, ბათუმის რეფერალური ჰოსპიტლის ექიმი-რადიოლოგი, სამედიცინო დაწესებულების ,,ვიანი“-ს სერტიფიცირებულ ექიმთა გადამზადების პროგრამის „კომპიუტერულ-ტომოგრაფიული დიაგნოს­ტი­კა“ სასწავლო მოდულების განხორციელებაზე პასუხისმგებელი პირი.

ტრენინგის ჩატარების თარიღები:

  • 2024 წლის 07-08 დეკემბერი - პირველი ნაკადის მსმენელთა ჯგუფისათვის (15-20);
  • 2024 წლის 14-15 დეკემბერი - მსმენელთა მე-2 ნაკადის (15-20 მსმენელის) დარეგისტრირების შემთხვევაში;
  • 2024 წლის 21-22 დეკემბერი - მსმენელთა მე-3 ნაკადის (15-20 მსმენელის) დარეგისტრირების შემთხვევაში.

ტრენინგის ჩატარების დრო: 10:00 - 18:00 სთ. 

ტრენინგის ფორმატი - დასწრებული (ბსუ-ში, ქალაქი ბათუმი, ნინოშვილის/რუსთაველის N35/32).

ტრენინგის ხანგრძლივობა - 2 დღე  (დღეში 6 საათი).

(შენიშვნა: ტრენინგის დღეებში გათვალისწინებულია 1-საათიანი შესვენება (მსმენელის სურვილის შემთხვევაში მსმენელის დაფინანსებით კვებას უზრუნველყოფს შესაბამისი კომპანია).

მსმენელთა რაოდენობა ჯგუფში - 15-20.

პროგრამის წარმატებით გავლის შედეგად მსმენელს მიენიჭება I ტიპის 12 უპგ ქულა და გაიცემა სერტიფიკატი.

პროგრამაზე სწავლის საფასური 1 მსმენელისათვის - 300 ლარი (გადახდილი უნდა იქნეს ტრენინგის დაწყებამდე 2 დღით ადრე, ბსუ-ს ანგარიშზე, სახაზინო კოდი N709017263 და გადახდის დანიშნულებაში უნდა მიეთითოს - ,,უპგ ტრენინგის საფასური“ და მსმენელის სახელი, გვარი და პირადი ნომერი).

ტრენინგ-პროგრამის „მუცლის და მენჯის ღრუს ორგანოების გადაუდებელი შემთხვევე­­ბის რადიოლოგიური დიაგნოსტიკის საფუძვლები“ გავლის მსურველმა უნდა გაიაროს რეგისტრაცია (ბმულის მისამართზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScDc9d0rNoErv6q539XVg401L6sY1P-HYeLIEEsSmWqQm9UDw/viewform?usp=sharing) და წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

ბ) სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის საექიმო სპეციალობაში.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა