5, 6, 7 და 8 დეკემბერს ბსუ-ს პროფესიულ მასწავლებლებს ჩაუტარდათ 20 საათიანი ტრენინგი თემაზე „ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების უნარების განვითარება“.
ბსუ-ს პროფესიული განათლების მასწავლებლების ციფრული კომპეტენციების შეფასების მიზნით ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა სასწავლო პროცესში პერსონალის ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების უნარების განვითარების საჭიროება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოწვეულ იქნა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის „e-school” პროექტის მენეჯერი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული მასწავლებელი ეკა ჯელაძე.
ტრენინგის მიზანი იყო მასწავლებლებისთვის თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტების გაცნობა და სასწავლო პროცესში მათი პრაქტიკული გამოყენების უნარების განვითარება. ტრენინგზე განხილული საკითხებია:
1. ხელოვნური ინტელექტი და სასწავლო რესურსების ვიზუალიზაცია;
2. ინტერაქტიური ვიდეოები სასწავლო პროცესში;
3. ინტერაქტიული გაკვეთილების მართვა;
4. ონლაინ გაკვეთილის დიზაინი Nearpod-ით
ტრენინგი მოიცავდა პრაქტიკულ ნაწილს, რომლის ფარგლებშიც პროფესიული განათლების მასწავლებლები დამოუკიდებლად იყენებდნენ ახალ ციფრულ ინსტრუმენტებს და ქმნიდნენ მულტიმედიურ მასალებს ინტერაქტიული გაკვეთილისთვის. დასკვნით სესიაზე წარმოდგენილ იქნა ტრენინგის მონაწილეთა მიერ შექმნილი გაკვეთილები.
უკან |