კურსის სახელწოდება: „სსსმ მოსწავლეთა იდენტიფიცირება და სწავლების სტრატეგიები“
კურსის მოცულობა: 30 საათი
კურსის განხორციელებაში მონაწილე მასწავლებლები:
- მარინე გურგენიძე - ბსუ-ს განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი;
- ლელა თავდგირიძე - ბსუ-ს განათლების ფაკულტეტის პროფესორი;
- ნანი მამულაძე - ბსუ-ს განათლების ფაკულტეტის ასისტენტ-პროფესორი
კურსის სამიზნე ჯგუფის აღწერა: ზოგადი განათლების საფეხურის მასწავლებლები; სპეციალურიმასწავლებლები, ფსიქოლოგები, მულტიდისციპლინური გუნდის წევრები, სტუდენტები ან კურსდამთავრებულები, მშობლები.
კურსში ჩართვის წინაპირობა მსმენელთათვის: პროგრამაზე დაიშვება ყველა ის ადამიანი, ვინც დაინტერესებულია სასკოლო ასაკის ბავშვთა ინკლუზიური განათლებით: მასწავლებლები, სპეციალური მასწავლებლები, ფსიქოლოგები, მულტიდისციპლინური გუნდის წევრები, სტუდენტები ან კურსდამთავრებულები, მშობლები.
კურსის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები: ტრეინინგის მოსმენის შემდეგ მსმენელები შეძლებენ:
- მოსწავლეთა უნარებისა და შესაძლებლობების შეფასებაში მონაწილეობის მიღებას;
- მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრას;
- ინკლუზიური განათლებისათვის კეთლგანწყობილი, ხელშემწყობი და უსაფრთხო გარემოს შექმნაში მონაწილეობას;
- მოსწავლეთა ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებული კომპლექსური სიტუაციების ანალიზს და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების საკითხებზე კომუნიკაციას ისგ და მულტიდისციპლინური გუნდის წევრებთან, მშობლებთან და პედაგოგებთან.
- ეროვნული სასწავლო გეგმის მოდიფიკაციას;
- ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენას და მონიტორინგს;
- სწავლების სტრატეგიების გამოყენებას სხვადასხვა შეზღუდვის მქონე ბავშვებთან;
- რთული ქცევის მართვას და პრევენციას.
მონაწილეთა შეფასების სისტემა: ტრენინგის მონაწილე ფასდება 100 ქულიანი სისტემით
შეფასება მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
ა) ტრენინგზე დასწრება –20 ქულა (თითო დასწრება 5 ქულა)
ბ) ტრენინგზე აქტიურობა – 60 ქულა
გ) ტესტირება - 20 ქულა.
სერტიფიკატის მინიჭების მოთხოვნები: მსმენელი, რომელიც დააგროვებს 49 ქულას და ნაკლებს, ვერ მიიღებს სერთიფიკატს.
მსმენელი, რომელიც დააგროვებს 51 ქულას მიიღებს პროგრამის გავლის სერთიფიკატს.
კურსის სტრუქტურა და შინაარსიუკან |