კურსის მოცულობა: 20 საათი
კურსის განხორციელებაში მონაწილე მასწავლებელები: ნინო ლომთათიძე - ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი (CV თანდართული);
გუგული დუმბაძე - ბსუ-ს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ჯანდაცვის ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი (CV თანდართული);
ნარგიზ ალასანია - ბსუ-ს ტექნოლოგიური ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი (CV თანდართული);
კურსის სამიზნე ჯგუფის აღწერა:
- ზოგადი განათლების საფეხურის მასწავლებლები;
- გარემოსდაცვითი ორგანიზაციების და ლაბორატორიის თანამშრომლები;
- უსდ-ების სტუდენტები და კურსდამთავრებულები, რომელთაც სურვილი აქვთ გაეცნონ გარემოსა და ადამიანის ურთიერთდამოკიდებულების თანამედროვე პორბლემებს;
- გარემოსდაცვითი პრობლემებით დაინტერსებული არასამთავრობო ორგანიზაციები;
კურსში ჩართვის წინაპირობა მსმენელთათვის: უმაღლესი განათლება
კურსის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები: მსმენელმა შეისწავლოს გარემოსდაცვითი განათლების და ჯანსაღი ცხოვრების წესის პრობლემები; გარემოში მიმდინარე ეკოლოგიური ცვლილებები და მათი ზეგავლენა ადამიანზე, კლინიკური ეკოლოგიის, მეტეომგრძნობელობის, მეტეოდაავადებების, ეკოლოგიური აგრესიისა და რაციონალური კვების მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციის შეძენა, ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების ეკოლოგიური კრიტერიუმების გაცნობა. გარემოს დაბინძურებით გამოწვეული უარყოფითი შედგების შეფასება.
ტრენინგის გავლის შემდეგ მსმენელი გააცნობიერებს გარემოში მიმდინარე ეკოლოგიურ ცვლილებებს, ეკოლოგო-ჰიგიენური საჭიროებების განსაზღვრას, ჯანსაღი ცხოვრების წესის, ეკოლოგიური აგრესიისა და რაციონალური კვების მნიშვნელობას ადამიანის ჯანმრთელობისათვის, გარემოს დაბინძურებით გამოწვეული უარყოფითი შედგების შეფასებას.
მონაწილეთა შეფასების სისტემა: აქტიურობა, გარემოსდაცვითი განათლების პროპაგანდა და ბავშვთა და მოზარდთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების ეკოლოგიური კრიტერიუმების შედგენაში მონაწილეობა
სერტიფიკატის მინიჭების მოთხოვნები: ტრენინგზე დასწრება;
უკან |