პროფესიული პროგრამების მართვის და უწყვეტი განათლების ცენტრი

განათლება მულტიკულტურულ გარემოში

კურსის მოცულობა: 12 საათი

კურსის განხორციელებაში მონაწილე მასწავლებლები: მადონა მიქელაძე, ბსუ-ს განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი(CV თანდართული)

კურსის სამიზნე ჯგუფის აღწერა: ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო/კერძო სკოლის მასწავლებლები ან მასწავლებლობის მსურველები

კურსში ჩართვის წინაპირობა მსმენელთათვის: პროგრამაზე დაიშვებიან ბაკალავრის ან მაგისტრის (მაგისტრთან გათანაბრებული) დიპლომის მქონე  პედაგოგები მუშაობის სტაჟის მიუხედავად, აგრეთვე პედაგოგიური განათლების მქონე პირები, ვინც  მიზნად ისახავს პედაგოგიური საქმიანობის დაწყებას

კურსის მიზნები და მოსალოდნელი შედეგები:

  • მონაწილეს მისცეს ცოდნა მულტიკულტურული განათლების საფუძვლების, მულტიკულტურული განათლების თეორიებისა და მიდგომების შესახებ; ინტერკულტურული კომპეტენციების განვითარების ეტაპების და სტრატეგიების, ინტერკულტურული კომპეტენციების განვითარების შეფასების მეთოდების შესახებ;
  • მონაწილემ შეძლოს მულტიკულტურული განათლების სასწავლო პროცესში ასახვა; მრავალფეროვან საკლასო ოთახში სწავლების ინოვაციური მიდგომების და სტრატეგიების გამოყენება;
  • მონაწილემ გააცნობიეროს მულტიკულტურული განათლების როლი თანამედროვე განათლების სისტემაში, მისი მიზნები და ამოცანები;

მონაწილეთა შეფასების სისტემა:  დასწრება და აქტიური კომუნიკაცია ჯგუფში

სერტიფიკატის მინიჭების მოთხოვნები: ტრენიგზე დასწრება

კურსზე რეგისტრაცია

  კურსის სტრუქტურა და შინაარსი

უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა