პროფესიული განათლება

პროფესიულ პროგრამებზე მიღება

ჩარიცხვის პროცედურა

პროფესიულ პროგრამებზე განათლების მიღება შეუძლია საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის (9 კლასი) დასრულების შემდეგ.

ნებისმიერ მსურველს ეძლევა შესაძლებლობა სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლოს სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, მომსახურებისა და სხვა მრავალი მიმართულებით.

 

პროგრამებზე დარეგისტრირება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ყოველწლიურად, გაზაფხულსა და შემოდგომაზე აცხადებს სახელმწიფო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაციას.

რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობით,  საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მოქმედ რესურს ცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ სახელმწიფო დაწესებულებებში.  ასევე, წელს პირველად აპლიკანტებს ეძლევათ შესაძლებობა, სახლიდან გაუსვლელად, რეგისტრაცია გაიარონ ელექტრონული ფორმით ვებგვერდზე www.vet.emis.ge.

 

რა ტესტის გავლაა საჭირო პროფესიულ პროგრამაზე მოსახვედრად?

რეგისტრაციის გავლის შემდგომ, საწყის საფეხურზე სწავლის დასაწყებად, კანდიდატმა უნდა გაიაროს სამინისტროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირება. ტესტირების მიზანია დადგინდეს სწავლის მსურველთა პროფესიული უნარების შესაბამისობა მათ მიერ შერჩეულ პროფესიასთან. ტესტების ნიმუშები იხილეთ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე.

აღსანიშნავია, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ჩვეულებისამებრ ეძლევათ შესაძლებლობა დარეგისტრირდნენ ზემოაღნიშნული პროცედურების შესაბამისად, თუმცა ისინი სარგებლობენ ალტერნატიული პროფესიული ტესტირების ფორმებით, რაც მულტიდისციპლინარული გუნდის მიერ პროფესიის მოსინჯვის საფუძველზე ფასდება.

საფეხურიდან საფეხურზე გადასვლისა და სწავლის გაგრძელების მსურველები კი, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში რეგისტრაციის შემდეგ, თავად დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ტესტირებას გაივლიან.

 

როგორ ხდება დაფინანსების მოპოვება?

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული პროფესიული ტესტირების გავლის შემდგომ კომპეტენციების მინიმალური ზღვარის გადალახვის შემთხვევაში პირი მოიპოვებს სახელმწიფო დაფინანსებას და სრულიად უფასოდ მიიღებს სასურველ განათლებას.


უკან

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
ნინოშვილის/რუსთაველის ქ. 35/32
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა