ლატვიის საერთაშორისო ფესტივალი "მაისის ორი საღამო"
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასი „თეატრონი“ ლატვიაში, ქალაქ ელგავაში, 25-30 მაისს გამართულ სტუდენტური თეატრების საერთაშორისო ფესტივალში „მაისის ორი საღამო“ მონაწილეობდა. სტუდენტურმა დასმა ფესტივალზე ფრანგული პიესა „ოჯახური იდილია“ (რეჟისორები: როინ დვალი, გიორგი ფირცხალაშვილი) წარადგინა და პრიზები დაიმსახურა.
ქალის საუკეთესო როლის შესრულებისთვის მარიამ ქიქავა, ხოლო კაცის მთავარი როლის საუკეთესოდ შესრულებისთვის მიხეილ ჯინჭარაძე და ირაკლი ქათამაძე დაჯილდოვდნენ. აგრეთვე, ფესტივალში მონაწილეობისთვის პრიზი გადაეცა რეჟისორს როინ დვალს, დასი კი საუკეთესო სპექტაკლის წარდგენისთვის სპეციალური ჯილდოთი დასაჩუქრდა.
საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში ვორქშოფები და მასტერკლასები ჩატარდა, სადაც ბსუ-ს სტუდენტები განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდნენ. ლატვიაში გამართულ საერთაშორისო ფესტივალში „მაისის ორი საღამო“ ლატვიის, ესტონეთის, ლიტვის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრები მონაწილეობდნენ.
მერე რა რომ სველია სველი იასამანი"
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თეატრის ახალი სპექტაკლის ,,იასამანი’’ პრემიერა გაიმართა. სპექტაკლში ბსუ-ს სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. ლაშა თაბუკაშვილის პიესა „მერე რა რომ სველია, სველი იასამანი“ 90-იანი წლების საქართველოს ასახავს. უცხოპლანეტელი ნია “პარალელური საქართველოდან” ცდილობს, გადაარჩინოს ცხოვრებაზე ხელაღებული ნარკომანები, დაეხმაროს მათ, რათა ისევ დატკბნენ სიცოცხლით, ისევ დააფასონ ყოველი წუთი, რომელიც მათ განგებამ აჩუქა.
სპექტაკლი რეჟისორებმა როინ დვალმა და გიორგი ფირცხალაშვილმა დადგეს და მასში მონაწილეობდნენ სტუდენტები: თორნიკე ტარიელაძე, ბაქარ ჭეიშვილი, გიორგი კიკნაძე, ლევან გორგილაძე, თორნიკე დუმბაძე,მიხეილ ჯინჭარაძე, მარიამ ქიქავა, თამუნა მადოიშვილი და თაკო შოთაძე.
დარისპანის გასჭირი
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თეატრმა „დასმა“ საერთაშორისო ფესტივალის - „ნიღაბი 2016“ ორ ნომინაციაში გაიმარჯვა. ბათუმელი სტუდენტები მაყურებლის წინაშე რეჟისორ როინ დვალის მიერ დადგმული სპექტაკლით - „დარისპანის გასაჭირი“ წარსდგნენ. კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, ქალის საუკეთესო როლის შემსრულებლად სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტი მარიამ ქიქავა დასახელდა, ხოლო ფესტივალის სპეციალური პრიზი ფესტივალის საპატიო წევრს, ბსუ-ს სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურის მთავარ სპეციალისტს როინ დვალს გადაეცა. უნივერსიტეტი სტუდენტურ თეატრ „დასს“ ულოცავს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.
ოჯახური იდილია.
ფესტივალი მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაციისა და ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში გაიმართა. მასში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების თეატრალურ დასებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტური თეატრებიც მონაწილეობდნენ.
საერთაშორისო ფესტივალში - „ნიღაბი 2014“ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტურმა თეატრმა „დასმა“ ქალის საუკეთესო როლის შემსრულებლის ნომინაციაში გაიმარჯვა.
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრის დასმა მაყურებელს მორიგი სპექტაკლი შესთავაზა. უნივერსიტეტის სცენაზე ფრანგული პიესის „ოჯახური იდილიის“ პრემიერა შედგა. რეჟისორები გიორგი ფირცხალაიშვილი და როინ დვალი პიესაზე არაპროფესიონალ მსახიობებთან ერთად ორი თვის განმავლობაში მუშაობდნენ. სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებმა: მარიამ ქიქავამ, თამუნა გორგოშაძემ, ნინო ჩხიკვაძემ, მიხეილ ჯინჭარაძემ და ირაკლი ქათამაძემ ერთმოქმედებიან პიესაში ფრანგული ოჯახის სასიყვარულო ისტორიები წარმოადგინეს. სპექტაკლი ბსუ-ს სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
გასტროლი პარიზში
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის თეატრალურმა დასმა პარიზში ფრანგულ-ქართული კულტურის დღეების ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. უნივერსიტეტის სტუდენტები ფრანგი მაყურებლის წინაშე კომედიური ჟანრის სპექტაკლით - ,,ნაფტალინი“ წარსდგნენ. სპექტაკლი ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით რეჟისორებმა: როინ დვალმა და გიორგი ფირცხალაიშვილმა დადგეს. პრემიერამ უცხოეთში წარმატებით ჩაიარა და ფრანგული პრესის დადებითი შეფასება დაიმსახურა. სტუდენტები პარიზში ქართველთა კულტურის კერა ,,ლაზის“ მიწვევით, უნივერსიტეტისა და აჭარის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის მხარდაჭერით იმყოფებოდნენ.
ნაფტალინი.
ბათუმელი სტუდენტები მაყურებლის წინაშე რეჟისორ როინ დვალის მიერ დადგმული კომედიური ჟანრის სპექტაკლით - „ნაფტალინი“ წარსდგნენ. კომპეტენტური ჟიურის გადაწყვეტილებით, ქალის საუკეთესო როლის შემსრულებლად ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტი ნინო გაბეჩავა დასახელდა. ფესტივალი „მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაციის“ ორგანიზებით თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის თეატრალურ დარბაზში გაიმართა და მასში საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების თეატრალურ დასებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტური თეატრებიც მონაწილეობდნენ. უნივერსიტეტი სტუდენტურ თეატრ „დასს“ ულოცავს გამარჯვებას და უსურვებს წარმატებებს.
ქართველები
შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრის სცენაზე რეჟისორ როინ დვალის სპექტაკლის ,,ქართველების“ პრემიერა შედგა. ერთმოქედებიანი სპექტაკლი თამაზ მეტრეველის პიესის ,,სუპერ ქართვლების“ მიხედვით დაიდგა და მასში სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. არაპროფესიონალი მსახიობებით დაკომპლექტებული დასი პრემიერისთვის 6 თვის განმავლობაში ემზდებოდა. სპექტაკლი რსუ-ს სტუდენტთა მომსახურებისა და მხარდაჭერის სამსახურის კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა და თეატრის საერთაშორისო დღეს მიეძღვნა.
უცხო ჩიტი
რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თეატრის სცენაზე რეზო გაბრიაძის ნაწარმოების „უცხო ჩიტის“ პრემიერა შედგა. რეჟისორ ოთარ ქათამაძის მიერ არაპროფესიონალი მსახიობებით დაკომპლექტებული დასისთვის, ეს რიგით მესამე სპექტაკლია.
"უცხო ჩიტი“ სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით დაიდგა და საქველმოქმედო ხასიათს ატარებდა.
უკან |