2023 წლის 20 აპრილს 12.30 საათზე, ტექნოლოგიური ფაკულტეტის, ტექნოლოგიებისა და საინჟინრო მენეჯმენტის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორები დავით ჩხაიძე და მადონა ლორია წარმოადგენენ სამეცნიერო სემინარს თემაზე: „ეკოლოგიურად აგრესიული ნავთობშემცველი ნარჩენების უტილიზაციის ზოგიერთი მიმართულება“
12 აპრილი 2023 წელი
თემაში „ეკოლოგიურად აგრესიული ნავთობშემცველი ნარჩენების უტილიზაციის ზოგიერთი მიმართულება“ განხილულია ასეთი ნარჩენების უტილიზაციის მიმართულებები. ნაჩვენებია ნავთობპროდუქტებით გამოწვეული გარემოს ეკოლოგიური დაბინძურების საკითხები. მოყვანილია ძირითადი წყაროები და მათი წარმოქმნის მიზეზები. განხილულია ასეთი ნარჩენების უტილიზაციის პერსპექტიული მეთოდები და მათი პრაქტიკული დასაბუთება.
სრულად