"ექსპედიციები ტაოში, შედეგები და კვლევის პესპექტივები" - ქართული ფილოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი მამია ფაღავა. სემინარი ჩატარედება 2018 წლის 6 ივნისს 12: 00 საათზე 309-ე აუდიტორიაში
28 ივნისი 2018 წელი
ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ტაოს ქვეყნის კვლევას ორ ათეულზე მეტი ხნის ისტორია აქვს. პირველი ექსპედიცია ტაოში 1995 წელს ჩავატარეთ (30 აგვისტო – 11 სწქტემბერი). ექსპედიცია კომპლექსური იყო: დოც. მამია ფაღავა (ხელმძღვანელი), დოც. მერი ცინცაძე, დოც. ელგუჯა მაკარაძე, დოც. რევაზ დიასამიძე, მასწ. ლილე თანდილავა, მძღოლი ტარიელ ნიჟარაძე. ექსპედიცია დაბანაკდა იუსუფელში, ტაოს „დედაქალაქში’’, სასტუმრო „აიდინში’’. ეს იყო პირველი ექსსპედიცია ტაოში, ვიმეორებთ პირველი კომპლექსური ექსპედიცია. ამით დაიწყო ბათუმის უნივერსიტეტში ჭოროხის აუზის კვლევა. მას შემდეგ ტაოში რამდენიმე მცირე და დიდი ექსპედიცია მოეწყო. ამჟამად მიმდინარეობს ტაოს ქვეყნის კომპლექსური შესწავლა სამეცნიერო პროექტ „ტაო – ისტორიულ–ფილოლოგიური გამოკვლევა“ ფარგლებში (დამფინანსებელი შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი, პროექტის ხელმძღვანელი მამია ფაღავა).
სრულად