"ეროვნული გამოცდებისთვის მზაობის პრობლემა" -- განათლების ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორი ნანა მამულაძე. 2018 წლის 18 ივნისი, დღის 12 საათი. 59-ე აუდიტორია
ბოლო ათწლეულების განმავლობაში ცივილიზებული სამყარო ძალზე სერიოზულად უდგება განათლების ყველა დონეზე სწავლების ხარისხს, განსაკუთრებული ყურადღება ამ მხრივ ეთმობა ფუძემდებლურ საფეხურს - სასკოლო განათლებას.
უდავოა, რომ ნებისმიერი რეფორმა, რომელიც საქართველოში განათლების სფეროში გატარდა, დასავლური გამოცდილების გაზიარებას წარმოადგენდა. თუმცა საკამათოა, რამდენად სწორად იქნა გაზიარებული დასავლური გამოცდილება, რომელი სახელმწიფოს განათლების სისტემა უნდა აგვეღო მაგალითად, რატომ არ ვსწავლობთ ევროპის ისეთი წამყვანი სახელმწიფოებისაგან, როგორიცაა მაგალითად ფინეთი და ნორვეგია, გერმანია და ინგლისი.
სრულად