სემინარები

"ციფრული საზოგადოება" ბსუ-ს კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი ზაზა დავითაძე. სემინარის ჩატარების თარიღი: 19.06.2018 12 : 00 სთ. კომპიუტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტი, ოთახი 222

სემინარზე განხილული იქნება თანამედროვე საზოგადოების დიგიტალიზაციის ტენდენციები და ციფრული ტექნოლოგიების არსებული მიღწევები საზოგადებრივ ცხოვრებაში ფართო გამოყენების თვალსაზრისით. კერძოდ ფართოდ იქნება მიმოხილული ესტონეთის მაგალითი როგორც ქვეყნის, რომელსაც ციფრული ტექნოლოგიების დანერგვისა და გამოყენების თვალსაზრისით საზოგადოებრივ ცხივრებაში ლიდერის პოზიცია უჭირავს. განხილული იქნება საქართველოს მიღწევები და საქართველოში უკვე დანერგილი ციფრული რესურსები, მაგალითად ელექტრონული პირადობის მოწმობები („აიდი“ ბარათები) და მათი გამოყენების დამატებითი საშუალებები, ციფრული ტექნოლოგიები ჯანდაცვასა და მედიცინაში, ელექტრონული სამედიცინო რეცეპტები, ელექტრონული სამედიცინო ბარათები და სხვა. განხილული იქნება საზოგადეებრივ ცხოვრებაში ციფრული ტექნოლოგიების უპირატესობები და უარყოფითი მხარეები.

განსახილველი მასალის ერთ-ერთ მთავარ პუნქტს წარმოადგენს ელექტრონული ბიზნესის წარმოების შესაძლებლობები ევროკავშირში. დეტალურად იქნება განხილული ესტონეთის შემოთავაზება „ელექტრონული რეზიდენტის“ მისაღებად, რაც გულისხმობს იმას, ასეთი უფლებით ფლობის შემთხვევაში ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეს უფლება ექნება უშუალოდ აწარმოოს ბიზნესი ევროკავშირის ქვეყნებში ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე.

მოკლედ იქნება მიმოხილული ჭკვიანი, ელექტრონული ქალაქების განვითარების ტენდენციები, შესაძლებლობები და დღეისათვის არსებული ტექნოლოგიები. 

  პრეზენტაცია

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა