შესანიშნავი გამოცდილებაა, როდესაც მასწავლებელი ასწავლის ისეთ ჯგუფს, სადაც მოსწავლეებს ერთი და იგივე დონე გააჩნით, მაგრამ ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს იდეალური სამყარო მხოლოდ წარმოსახვის ნაყოფია, რადგან მასწავლებლებს თითქმის ყოველთვის უწევთ შერეული დონის მოსწავლეებთან მუშაობა. მასწავლებლებს მსგავსი პრობლემები არა მხოლოდ სკოლებში, არამედ უმაღლეს დაწესებულებებშიც აქვთ. არსებობს ეგრეთ წოდებული დონის განმსაზღვრელი ტესტები, რომებსაც იყენებენ სტუდენტების დონის განსასაზღვრად. თუმცა ეს ტესტები ყოველთვის ვერ მუშაობს გარკვეული რეგულაციების თუ წესების გამო. ასეთ შემთხვევაში მასწავლებელს უწევს რეალობის მიღება და იმაზე ფიქრი თუ როგორ გაუმკლავდეს ამ გამოწვევას.
მასწავლებლებისთვის მსგავსი გამოწვევა საკმაოდ ხშირია. ისინი იწყებენ ფიქრს იმაზე თუ რა საშუალებებით შეიძლება მსგავსი სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. როდესაც მე აღმოვჩნდი მსგავს სიტუაციაში, მე დავიწყე სხვადასხვა სახის ინფორმაციის და ლიტერატურის ძებნა ინტერნეტის საშუალებით, რაც დამეხმარებოდა მსგავსი პრობლემის გადაჭრაში. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ძალიან კარგი რჩევები, როგორიცაა ა) მოკლე ან გრძელვადიანი წყვილების ან ჯგუფების შექმნა, რომელშიც ძლიერ სტუდენტებს ეძლევათ დავალება დახმარება გაუწიონ და გაუძღვნენ სუსტებს; ბ) კლასის მიზანმიმართული დაყოფა ორ ნაწილად გაკვეთილის რაღაც პერიოდისათვის; მასწავლებელი სხვადასხვა დავალებას აძლევს ჯგუფებს. მანამ სანამ ერთი ჯგუფი დამოუკიდებლად მუშაობს, მეორესთან თვით მასწავლებელი მუშაობს; გ) სამუშაო ფურცლების მომზადება ძლიერი და სუსტი მოსწავლეებისთვის; დ) ძლიერი სტუდენტებისათვის დამატებითი დავალებების მომზადება; ე) მოთხრობების ადაპტირება; და უამრავი სხვა რამ შეძლება გავითვალისწინოთ, მაგრამ საინტერესოა რა არის რეალობა?
მასწავლებლებმა სკოლებში უნდა გაყვნენ ეროვნულ სასწავლო გეგმას, ხოლო უნივერსიტეტებში შემუშავებულ და დამტკიცებულ სილაბუსებს. მათ არ აქვთ უფლება გადაუხვიონ მათ. ძლიერმა და სუსტმა სტუდენტებმა უნდა გაიარონ ერთი და იგივე თემები. მით უმეტეს, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ რჩევას თავისი პლიუსი და მინუსი აქვს. ჩვენ განვიხილავთ ჩვენს რეალობაში რის გაკეთებას არჩევენ მასწავლებლები და ის, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ყველაზე დიდი წილი პასუხისმგებლობისა ეკისრება მათ.
პრეზენტაციაუკან |