ავტორი სხვადასხვა სტილისტურ ხერხს იყენებს აზრის გამოსახატავად, სხვადასხვა გზით ცდილობს მკითხველის სასურველ მიზანთან მიყვანას. ყველა ავტორს მისთვის დამახასიათებელი სტილი გააჩნია, რაც კითხვას ერთდროულად საინტერესო და სასიამოვნო პროცესად აქცევს. ტექსტის ანალიზისას მკითხველი ფიქრობს დაფარულ, ნაგულისხმევ მნიშვნელობაზე და ცდილობს დაიჭიროს ხაზებს შორის მიმოფანტული აზრი. ჩვენი განხილვის თემა გახლავთ ირონია. ირონია ავტორის მიერ შესაძლებელია სხვადასხვა ფორმებითა და სხვადასხვა დანიშნულებით იქნეს გამოყენებული. ის თავის გამოსახულებას ისეთ სიტყვებში ღებულობს, რომელთაც საპირისპირო მნიშვნელობა გააჩნიათ. ირონია გულისხმობს ნათქვამსა და ნაგულისხმევს შორის სხვაობას. არსებობს სხვადასხვა სახის ირონია: ვერბალური, სიტუაციური, დრამატული და ტრაგიკული. თითოეულ მათგანს საკუთრი დანიშნულება და მნიშვნელობა გააჩნია. ავტორის მიერ ირონიის გამოყენებას შეუძლია სხვადასხვა ეფექტი მოახდინოს მკითხველზე. პირველყოვლისა, ის სახალისო ატმოსფეროს შექმნის ერთ-ერთი გზაა, მისი საშუალებით შესაძლებელია განვტვირთოთ დაძაბული სიტუაცია, ხოლო მეორეს მხრივ შეიძლება სიბრაზისა და სიძულვილის, კრიტიკის მიზეზი გახდეს. და ბოლოს, ირონია შესაძლებელია გამოვიყენოთ სიტუაციის აღსაწერად და ვუჩვენოთ მთელი ტრაგედია და სიმძიმე ამ სიტუაციისა სწორედ ამ ხერხის გამოყენებით. მაშასადამე, დატვირთვა, რომელიც ირონიას გააჩნია, ეხმარება მკითხველს ჩაწვდეს სიღრმისეულ მნიშვნელობას და მივიდეს ავტორის მიერ დასახულ მიზანთან.
საკვანძო სიტყვები: ირონია, ირონიის სახეები, სიღრმისეული მნიშვნელობა, ავტორის სტილი, ლიტერატურა
პრეზენტაციაუკან |