ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ტერმინალზე შემოტანის, შენახვისა და გატანის ტექნოლოგიური ოპერაციების დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება პროდუქტის ხარისხისა და რაოდენობის შენარჩუნებას, მათ ეფექტურ კონტროლსა და სერთიფიცირებას.
ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ხარისხს ძირითადად განსაზღვრავენ ისეთი ფიზიკო-ქიმიური მახასიათებლები, როგორებიცაა: სიმკვრივე, მჟავური რიცხვი, ნავთობპროდუქტების ფერი, კოროზიულობის მაჩვენებელი და სხვ.
ნავთობპროდუქტებზე გაზრდილმა მოთხოვნამ ასევე აქტუალური გახადა ნავთობპროდუქტების დანაკარგებთან ბრძოლა. მეორეს მხრივ ნავთობის გადამუშავებით მიღებული საწვავის სახეები და სხვა პროდუქცია უნდა აკმაყოფილებდეს გარემოს ეკოლოგიური უსაფრთხოების თანამედროვე მოთხოვნებს.
წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია საერთაშორისო ASTM სტანდარტის ზოგიერთი ძირითადი მეთოდის ანალიზის განახლებული მიმოხილვა. მარტივად და გასაგები ენით აღწერილია პროდუქტის ხარისხის განმსაზღვრელი მეთოდების შინაარსი და წარმოდგენილია ილუსტრაციები, რომლებიც ხელს შეუწყობენ სტუდენტის თეორიული ცოდნის განმტკიცებას და საკმარისია ამ ეტაპზე შესაბამისი ცოდნის მისაღებად.
ZOOM- https://zoom.us/j/3015454267?pwd=Qlo0dkxNNFBPOXRIUGZJcU93dHRGUT09
უკან |