სემინარები

სემინარი თემაზე: "სისხლის ჯგუფის პოტენციური როლი SARS-CoV-2 ინფიცირებასა და დაავადების გართულებაში". ბიოლოგიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი მარინა ნაგერვაძე (პროფ. ქეთევან დოლიძე თანამომხსენებელი). გიგზავნით სემინარის ანოტაციას და პრეზენტაციას. სემინარი ჩატარდება: 2021 წლის 1 ივნისს 18:00 საათზე

ჯგუფური ანტიგენები განსაზღვრავენ სისხლის უჯრედების ტროფიკულ და რეგულატორულ ფუნქციებს. სისხლის ჯგუფური ანტიგენები განსაზღვრავენ ადამიანის, როგორც ბიოლოგიური სახეობის ადაპტაციას გარემომცველ გარემოსთან. სისხლის ჯგუფის გავრცელების სიხშირე არათანაბარია სხვადასხვა რასისა და ეთნიკური ჯგუფისათვის, რაც ევოლუციის პროცესში ამა თუ იმ ეკოსისტემაში გენოგეოგრაფიული ადაპტაციის გამოვლინებად ითვლება.

სხვადასხვა ავტორების მიერ დადგენილია, რომ ABO ჯგუფური ანტიგენების გავრცელების სიხშირე პირდაპირ კავშირშია ისეთ ეპიდემიურ, ინფექციურ დაავადებებთან, როგორიცაა შავი ჭირი, ქოლერა, ყვავილი.  იმ რეგიონებში, რომელიც მოიცვა ეპიდემიებმა და პანდემიებმა სისხლის ჯგუფური ანტიგენების თავისებური გავრცელება სწორედ ზემოთაღნიშნულმა დაავადების გამომწვევმა მიკროორგანიზმებმა გამოიწვია. სპეციფიკური პათოგენების ზემოქმედებამ ხელი შეუწყო შერჩევითად გარკვეული  ჯგუფური ვარიაციების გავრცელებას. SARS-CoV 2-ით გამოწვეულმა პანდემიამ მსოფლიო ახალი გამოწვევის წინაშე დააყენა. ეს არის რესპირატორული ვირუსი, რომელიც ძალიან მარტივად ვრცელდება და ზოგ შემთხვევაში გართულებებით მიმდინარეობს, რაც ლეტალურადაც შეიძლება დასრულდეს. არაერთი სამეცნიერო ლიტერატურა მოწმობს გარკვეულ კორელაციას სისხლის ჯგუფებსა და ინფექციურ დაავადებებს შორის.  მზარდი სამეცნიერო მტკიცებულებების თანახმად, ერითროციტურმა ABO სისხლის ჯგუფმა შეიძლება ასევე ითამაშოს გარკვეული როლი SARS ‐ CoV ‐ 2 იმუნოპათოგენეზში.

სემინარში განხილული იქნება სხვადასხვა ლიტერატურული წყაროები, რომელიც მოწმობენ მსგავს ასოციაციებს და ასევე დეტალურად იქნება განხილული ასოციიაცის შესაძლო მიზეზები.

ზუმის ლინკი: https://us02web.zoom.us/j/9896985808
  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა