სემინარები

სემინარის თემა: პეტრას ციხე ახალი არქეოლოგიური აღმოჩენების შუქზე. ავტორი: გიორგი თავამაიშვილი, ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტის ისტორიისა და არქეოლოგიის განყოფილების მთავარი მეცნიერი თანამშრომელი; სემინარის ჩატარების დრო: სემინარი ჩატარდება 2021 წლის 20 ივლისს, 14.00 სთ-ზე, ონლაინ რეჟიმში Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით;

პეტრა-ციხისძირის ციტადელის ტერიტორიაზე 2016-2017  წლებში განხო­რციე­ლ­ე­ბ­ული არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად (გათხრების ხელმძღვანელი დ. მინდო­რა­შვილი) მივაკვლიეთ ახალ  არტეფაქტებს, რომ­ლ­ებმაც მოლოდინს გადააჭარბა და მნიშვნელოვან აღ­მო­ჩ­ე­ნათა რიცხვს გა­ნ­ე­კ­უ­თ­ვნება.  №5 კოშკის გათხრებმა გამოამზაურა, როგორც ნაირ­გვა­რ­ო­ბ­­ით, ასევე კონკრეტული შინაარსით, აღნიშნულ მასალაზე დაყრ­დ­ნ­ობით ჩვენ უფრო დამა­ჯე­რ­ე­ბ­­ლად შეგვიძლია ქრო­ნო­ლო­გიური თანმიმდევრობით ვიმ­სჯელოთ ციხის ცხოვრების დრა­მატულ ეპიზოდ­ებზე, უფრო თამამად ვისაუბროთ ძვე­­ლი წერილობითი წყაროების და არ­ქ­ე­ო­ლ­ო­გიური მასალის შესაბამისობაზე. პეტრას ციხის №5 კოშკის გათხრებმა რეტ­რო­სპექ­ტულად და­გვიხატა სურათი ბიზანტიისა და ირანის საომარი ბატა­ლ­ი­ე­ბ­­­ისა ე.წ. „დიდი ომიან­ობის“ დროს, დეტალურად წარ­მო­ა­ჩ­ინა მოპ­აე­ქ­რე მხარეთა სამ­ხე­დრო აღჭ­უ­რვილობა, ციხეში გან­თავ­სებულთა ყოველდ­ღ­ი­უ­რი ცხოვ­რებისთვის საჭირო ატ­რი­ბუტ­ე­ბი და ბოლოს, ის ტრა­გიკული შედეგი, რომელიც და­­დ­გა დამარცხებუ­ლ­ისთვის.  განათხარი მასალის მიხედვით აშკარად ჩანს, რომ თავდამ­ს­­ხმე­ლები  ბიზანტიე­ლები იყვნენ, ხოლო კოშკში თავს ირანელები იცავდნენ. რო­გ­ორც ჩანს, სწორედ ამ ბრძო­ლის შემდეგ ბიზანტიელებმა პეტრა, ერთ დროს ამ უბანზე გამარ­თულ ბრძოლებში გამარჯვებული ირანელე­ბის­გან, უკან დაიბრუნეს.

პეტრას ციხეზე განხორციელებული ახალი სამუშაოებით ციხისძირის აკროპოლ­ის­ზე არ დასტურდება VII-IX საუკუნეების კულტურული ფენები, რაც იმის მან­იშ­ნე­ბ­ელია, რომ იმ პერიოდში აკროპო­ლისის ტერიტორია არ ყოფილა ათვისებული. მხო­ლოდ მოგვ­ი­ანებით, X ს-ში ხდება მისი აღორძინება, მაგრამ ისე ჩანს, რომ აკროპოლისის გარკვეული ნაწილი X ს-ის შემდგომაც არ განუახლებიათ.

2020 წლის ივლისში განახლდა არქეოლოგიური სამუშაოები პეტრას სამუშაოები ჩატარდა  ე.წ. „ცის­ტ­­ე­რნის“ უბანზე და მიმდე­­ბარე ტერი­ტო­რიაზე. ორი განყოფილ­ებ­ისგან შედ­გენილი ნაგებობა, ზო­გადი პროფი­ლ­­ით, შე­საძ­ლოა, ერ­­თი შინაარსის (სამეუ­რ­ნეო) ყოფილიყო, მაგრ­ამ კო­ნ­კ­რ­ე­­ტუ­ლი ფუ­ნქცი­ო­­ნა­­ლუ­რი დატ­ვ­ი­­რთვა გან­ს­ხვავებული ჰქო­­­ნო­დ­ათ. ჩვენი აზრით აქ წვიმის წყლის დასაგრო­ვებ­ელი რეზე­რ­ვუარი უნდა ყოფი­ლ­ი­ყო მოწყობილი, რომლის ანალოგები ცნობილია პეტრას ციხის თანადროეული ციხე­სიმაგრეების მასალებიდან. ახალი გათხრების შედეგად უფრო მკა­ფ­იოდ გამოჩნდა სამ­ნავიან ბაზილიკაზე ადრეული ნაგებობის კონტურები, დაზუსტდა მი­სი სამხრეთის, დასა­ვლეთის და ჩრდილოეთის კედლების პარამეტრები. საინტერესო შედეგი მოგვცა სამნა­ვიანი ბაზილიკის ჩრდილოეთით მდებარე მინაშენის ტერიტო­რი­აზე, სადაც გამოჩნდა აფსიდის ფორმის ნაგებობის ნაშთები, რომელიც, ჩვენი აზრით, ეკლესიის სანათლავთან უნდა ყოფილიყო დაკავშირებული. სამნავიანი ბაზი­ლ­ი­კის ჩრდი­ლოეთ კუთხეში აღმოჩნდა ნართექსის კედელზე მიშენებული გალავნის კედ­ელი, რომელიც მოგვიანოდ უნდა იყოს გაკეთებული და, სავარაუდოდ, მცირე ეკლესიის ფუნქციონირების დროს უნდა უკავშირდებოდეს.

ლინკი:   https://us02web.zoom.us/j/4662109382


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა