გამოყენებული სულფატური რეგენერაციული ხსნარების თერმოქიმიური დამუშავება
ზურაბ მეგრელიშვილი, ნინო დანდოლაძე
2022 წლის 24 მარტი 17.00 სთ
ნატრიუმ-კათიონიტური ფილტრების რეგენერაციისათვის ნატრიუმის სულფატის ხსნარის გამოყენებისას წარმოიქმნება მაღალი საერთო სიხისტის მქონე ჩამდინარი წყლები. ეს განპირობებულია ჩამდინარ წყალში კალციუმისა და მაგნიუმის სულფატების დიდი რაოდენობის არსებობით. კალციუმის სულფატის კონცენტრაცია 3 – 4 ჯერ აღემატება მის ხსნადობას. ასეთი ჩამდინარე წყლების ჩაშვება იწვევს წყალსატევებისა და ნიადაგის გაჭუჭყიანებას და გარდა ამისა რეაგენტის - ნატრიუმის სულფატის დაკარგვას.
გამოყენებული სულფატური რეგენერაციული ხსნარების მეორედ გამოყენება კათიონიტური ფილტრების რეგენერაციისათვის შესაძლებელია მხოლოდ ხსნარში კალციუმისა და მაგნიუმის იონების შემცირების შემდეგ, რისთვისაც შესაძლებელია დარბილების კირ - სოდის ან თერმოქიმიური მეთოდის გამოყენება.
გამოკვლეულია გამოყენებული სულფატური კათიონიტური ფილტრების რეგენერაციული ხსნარების თერმოქიმიური დამუშავება, როგორც 1000С-მდე ასევე უფრო მაღალ ტემპერატურის დროს. მიღებულია დამუშავების ტექნოლოგიური პარამეტრები. მოყვანილია დამუშავებული რეგენერაციული ხსნარით ნახევრად საწარმოო კათიონიტური ფილტრების რეგენერაციის შედეგები. ნაჩვენებია, რომ ასეთი ხსნარებით რეგენერაციის ჩატარება არ ამცირებს კათიონიტის მუშა მიმოცვლითი მოცულობას. შემოთავაზებულია წარმოების სულფატური ნარჩენების დამუშავებისა და კათიონიტური ფილტრების რეგენერაციისათვის გამოყენების საწარმოო ტექნოლოგიური სქემა.
უკან |