სემინარები

სამეცნიერო სემინარის თემა: დისტანციური სწავლების გავლენა სალიტერატურო ენაზე. მომხსენებლები: ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის, პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი დიანა ახვლედიანი, ასოცირებული პროფესორი ქეთევან შოთაძე. სემინარი ჩატარდება 25 ივლისს, 11:00 საათზე, აუდიტორია № 56

კოვიდ 19-მა ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა მთელი მსოფლიო, ეს ფართომასშტაბიანი საკითხი შეეხო ყველა სოციალურ ფენას, გამონაკლისი არც ჩვენი ქვეყანა იყო. ტრადიციული სწავლებიდან ონლაინ სწავლებაზე გადასვლამ შეცვალა საგანმანათლებლო პოლიტიკა, მოხდა სისტემის გაციფრულება და შესაბამისად ახალი ტერმინოლოგიის შექმნა. რაც განსაკუთრებით აისახა ქართულ სალიტერატურო ენაზე. გაჩნდა კომპიუტერიზაციის, პანდემიის შედეგად შექმნილი სიტყვები, რომელთა დამკვიდრება ანაგვიანებს მშობლიურ ენას. უცხო სიტყვათა ჭარბად გამოყენება და მითუმეტეს არასწორი გამოყენება ზეპირსა და წერით მეტყველებაში განსაკუთრებით ახალგაზრდობაში შეინიშნება. თითქმის დავიწყებულია მათი ქართული შესატყვისის არსებობა მშობლიურ ენაში. მშობლიური ენის გამდიდრებას უცხო ენებიდან შემოსული ახალი, საერთაშორისო სიტყვებით, მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როცა მშობლიურ ენაში არ გაგვაჩნაი მისი შესატყვისი ფორმა, სხვა შემთხვევაში ნასესხები სიტყვის ნაძალადევად დამკვიდრება აკნინებს ენის ლექსიკურ ფონდს.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა