სემინარები

სამეცნიერო სემინარის თემა: „ჩვენ და ფიზიკური კულტურა“. მომხსენებელი: ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის, პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი ბესიკ ციცაგი. სემინარი ჩატარდება 25 ივლისს, 12:00 საათზე, აუდიტორია № 56

ფიზიკური კულტურა საკმაოდ ფართო მცნებაა და ზოგადად კულტურის ერთ-ერთი უდიდესი შემადგენელი ნაწილია, იგი დიდი ხანია გადაიქცა საზოგადოებრივ მოვლენად და ადამიანთა მოღვაწეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სფეროდ, რადგან ის, ქვეყნის, საზოგადოებრივი წყობის ინტერესებიდან გამომდინარე შესაბამისი მიზანდასახულობით, მეცნიერულად დასაბუთებული და სტრუქტურულად მოწესრიგებული ფორმით ვითარდება, რომელსაც მრავალი ფუნქცია აკისრია საზოგადოებაში.  სამწუხაროდ, ფიზიკურმა კულტურამ და მისმა შემადგენელმა ნაწილებმა: ფიზიკურმა აღზრდამ და სპორტმა ვერ ჰპოვა დამსახურებული ადგილი ადამიანთა  მოთხოვნილებათა ღირებულების იერარქიაში, როგორც პიროვნების მრავალმხრივი განვითარების, აღზრდისა და ცხოვრებისეული პრაქტიკისათვის მომზადების საშუალებამ, რომ აღარაფერი ვთქვათ მის გამაჯანსაღებელ-რეკრეაციულ, ესთეტიკურ, ფსიქოლოგიურ, სოციალურ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ მნიშვნელობაზე. წარმოდგენილი სემინარი იქნება მცდელობა დამსწრე საზოგადოებასთან ერთად ვიმსჯელოთ ზემოთ ჩამოთვლილ ღირებულებათა მნიშვნელობაზე და დისკუსიის მეშვეობით გავარკვიოთ მიზეზ-შედეგობრივი ასპექტები იმისა, რომ მიუხედავად საზოგადოებრივი ცნობიერების მაღალი დონისა, ჯერ კიდევ ვერ ვახერხებთ მასობრივ გამაჯანსაღებელ, ფიზკულტურულ და სპორტულ ღონისძიებებში რეგულარულ ჩართვას, თითოეული ჩვენთაგანის და ქვეყნის საკეთილდღეოდ.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა