სემინარები

2023 წლის 2 ივნისს 12.00 საათზე, ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორები მადონა მიექლაძე, თათია ნაკაშიძე-მახარაძე და ნანა მაკარაძე წარმოადგენენ სამეცნიერო სემინარს თემაზე: "მასწავლებელთა ციფრული კომპეტენციების გაზომვის მექანიზმები"

მადონა მიქელაძე - ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პედაგოგიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი

თათია ნაკაშიძე-მახარაძე - ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრის ასოცირებული პროფესორი

ნანა მაკარაძე - ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პედაგოგიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი

დღევანდელ საზოგადოებაში, ე. წ. ციფრული რევოლუციის ეპოქაში, საზოგადოების თითქმის ყველა სფეროსთვის თანაბრად  მნიშვნელოვანია ციფრული კომპეტენციების ფლობა. ეს უნარები განსაკუთრებით საჭირო და მნიშვნელოვანია პროფესიების გარკვეული ნაწილისთვის, რომელთა შორის აუცილებლად უნდა დასახელდეს მასწავლებლის პროფესია, ერთ-ერთ არგუმენტად კი შეიძლება დასახელდეს ის პრობლემები და გამოწვევები, რომელთა წინაშე პანდემიის პერიოდში ყველაზე მეტად სწორედ მასწავლებლები დადგნენ. მიუხედავად ასეთი მნიშვნელობისა, ნაკლებად კი არა და, ჩვენს რეალობაში თითქმის არ ხდება მასწავლებელთა ციფრული კომპეტენციების დონის დადგენა მაშინ, როცა ასეთი ინსტრუმენტები არსებობს და საერთაშორისო სივრცეში მისი გამოყენების პრაქტიკაც დიდია. კონკრეტულად როგორ და რა ინსტრუმენტებით ხდება მასწავლებელთა ციფრული კომპეტენციების გაზომვა, რა შედეგები აჩვენა ჩვენ მიერ ჩატარებულმა კვლევებმა და რა რეკომენდაციებს ვთავაზობთ დაინტერესებულ საზოგადოებას ციფრული კომპეტენციების გასაზომად - ამ საკითხებზე მსჯელობას ეხება ჩვენი სამეცნიერო სემინარი.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა