სემინარები

2023 წლის 15 ივნისს, 13 საათზე, ენებისა და საინფორმაციო ცენტრის ასოცირებული პროფესორი, ნელი ახვლედიანი, წარმოგიდგეთ სემინარს თემაზე: „ქართული ენის ზეგავლენის შედეგად დაშვებული შეცდომების ანალიზი გერმნულის როგორ უცხო ენის შესწავლის პროცესში“

Neli Akhvlediani

ასოცირებული პროფესორი

ენებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრი

ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტი

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

Neli.akhvlediani@bsu.edu.ge

ქართული ენის  ზეგავლენის შედეგად დაშვებული შეცდომების ანალიზი გერმნულის როგორ უცხო ენის შესწავლის პროცესში

აბსტრაქტი

წინამდებარე მოხსენებაში წარმოდგენილი და გაანალიზებულია ქართული ენის ზეგავლენის შედეგად დაშვებული ტიპიური შეცდომები გერმანულის როგორც უცხო ენის შესწავლის პროცესში. კვლევის მიზანს წარმოადგენს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების წერილობითი ტექსტების განხილვა,  შეცდომების იდენტიფიცირება, კლასიფიკაცია და შეპირისპირებითი ანალიზი.

კვლევის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს ინგლისური ფილოლოგიის მეორე კურსის 24 სტუდენტი.  წერილობით ტექსტებში დაშვებული შეცდომების ანალიზის შედეგად დადგინდა, რომ ადგილი აქვს ინტერლინგუალურ და ინტრალინგუალურ ინტერფერენცებს. ინტერლინგუალური ჩარევა შეიძლება გავიგოთ, როგორც „ენობრივი თავისებურებებისა და წესების მშობლიური ენიდან უცხოურ ენაზე ზეგავლენის პროცესი და შედეგი (Dieling/Hirschfeld 2001, 181). ინტრალინგუალურირი ჩარევა არის გარკვეული ენობრივი ფენომენების ურთიერთგავლენა იმავე ენაში (Kleppin 1998). კორდერის მიხედვით (1973, 257).

ბათუმის უნივერსიტეტში გერმანულის როგორც უცხო ენის შემსწავლელი 24 სტუდენტის წერილობითი ტექსტების ანალიზის შემდეგ აღმოჩნდა, რომ სტუდენტები არა მხოლოდ მშობლიური ენიდან, არამედ პირველი ან მეორე უცხოური ენის ზეგავლენით ახდენენ შეცდომების ტრანსფერირებას გერმანულ ენაში.  ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი ხშირად გაუცნობიერებლად ეყრდნობიან  წინარე ენობრივ გამოცდილებას (ხშირად მშობლიური, თუმცა არა მხოლოდ), რაც არის სწორედ გერმანული ენის შესწავლის პროცესში დაშვებული შეცდომების გამომწვევი მიზეზი.

გამოყენებული ლილეტატურა

Literatur

Corder, S. Pit. 1973. Introducing Applied Linguistics. London: Penguin Education.

Dieling, Helga/Hirschfeld, Ursula: Phonetik lehren und lernen:Fernstudieneinheit:2001, 2.Aufl.

Kleppin, Karin. 1998. Fehler und Fehlerkorrektur. München: Langenscheidt Verlag.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა