სემინარები

ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის, პედაგოგიურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასისტენტ პროფესორი ბესიკ ციცაგი ჩაატარებს სამეცნიერო სემინარის თემაზე: „ რა გვასწავლა პანდემიამ“. სემინარი ჩატარდება 20 ივნისს, 12:00 საათზე, აუდიტორია № 56

კაცობრიობის ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს, ვნახავთ, რომ არ ყოფილა საუკუნე, რომელშიც გაურკვეველი და უცნობი დაავადებები რისხვად არ მოვლენოდა ამა თუ იმ სახელმწიფოს, რომელიც ხშირ შემთხვევაში სცილდებოდა აღმოცენების კერას და ვრცელდებოდა მეზობელ სახელმწიფოებში, ზოგჯერ კი კონტინენტებზეც.  ხშირად, იმის გამო, რომ არ იყო დაცული სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, არ არსებობდა სათანადო სამედიცინო მომსახურეობა და მედიკამენტები, კაცობრიობა მილიონობით ადამიანს კარგავდა და ამის გამო, დაავადებებს ზოგადად „შავ ჭირს“ უწოდებდნენ.  ასე იყო გასული და ჩვენი საუკუნეების დასაწყისში, თუმცა განსხვავება ისაა, რომ ოცდამეერთე საუკუნეში მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა მედიცინამ მეცნიერულ-ტექნიკური, თუ მედიკამენტური უზრუნველყოფის თვალსაზრისით.  ყოველი პანდემიის შემდეგ, კაცობრიობა გარკვეულ დასკვნებს აკეთებდა და შესაბამისად გარკვეულ ცოდნასაც იძენდა. წარმოდგენილი ნაშრომი „კოვიდ-19“-ის შემდეგ გაკეთებულ გარკვეულ დასკვნებს და მოსაზრებებს ეხმიანება.


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა