პოზიტიური პედაგოგიკა ვითარდება ოპტიმიზმის დიდაქტიკის ფარგლებში, რაც შესაძლებელს ხდის პედაგოგიური რესურსებისა და საშუალებების ეფექტურად გამოყენებას. უმაღლესი განათლების განვითარების ტენდენციები არა მხოლოდ პატივს სცემს უახლეს სასწავლო ტექნოლოგიებს და ზრუნავს პროფესიული აზროვნების ფორმირების მეთოდებზე, არამედ ცდილობს აღზარდოს 21-ე საუკუნის სპეციალისტი, როგორც შემოქმედებითი და ჰუმანური პიროვნება. ამ კონტექსტში განვიხილავთ პოზიტიური პედაგოგიკის სპეციფიკას და კონკრეტულ რეკომენდაციებს მეთოდებისა და პრაქტიკული ხასიათის ამოცანების სახით. ასევე, განვიხილავთ ემოციური ინტელექტის კონცეფციას, რომელიც გულისხმობს თვითრეგულირებისა და კომუნიკაციის კონსტრუქციულად აგების უნარს. სტუდენტების პროფესიული განვითარებისათვის აუცილებელია ინგლისურის გაკვეთილებზე ემოციური სფეროს თანმდევი პროცესების მოდელირება. შესაბამისად, განვიხილავთ მეთოდებს, რომლებიც ხელს უწყობს სტუდენტების როგორც ემოციური ინტელექტის განვითარებას ინგლისურის გაკვეთილებზე, ისე ინგლისური ენის ეფექტურ ათვისებას.
უკან |