სემინარები

მიმდინარე წლის 11 ივნისს, 12:00 საათზე, იურიდიული და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი - ლაშა ხოზრევანიძე ჩაატარებს სამეცნიერო სემინარს თემაზე - „ტერორისტული ორგანიზაციას - „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან მომდინარე შესაძლო საფრთხეები და გამოწვევები“.

ისლამური სახელმწიფო როგორც ტერორისტული ორგანიზაცია, ერთ-ერთი სტრუქტურულად გამართული და მრავალფუნქციური ინფრასტრუქტურის მფლობელი საერთაშორისო ტერორისტული ორგანიზაციაა. ზემოხსენებული ორგანიზაცია ტერორისტულ ორგანიზაციად არის ცნობილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმრავლესობის მიერ.

მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ განცხადება იქნა გაკეთებული ,,ისლამური სახელმწიფოს“ დამარცხების შესახებ, ეს ორგანიზაცია უკანასკნელი წლების განმავლობაში ფარულად ახალგაზრდა რადიკალი ფუნდამენტალისტების რეკრუტირებას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდა, მათ შორის საქართველოდან. აღსანიშნავია, რომ იდეოლოგიური მუშაობა სამომავლოდ რეკრუტირების მიზნით ,,ისლამური სახელმწიფოს“ იდეოლოგებს თავიანთი გავლენის ქვეშ მყოფი პირების მეშვეობით უკანასკნელ დრომდე არ შეუწყვეტიათ, რისი დასტურიც არის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმატებული სპეც. ოპერაციები, რა დროსაც სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში იქნენ მიცემულნი კონკრეტული პირები ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ან/და მათი მხარდაჭერის ბრალდებით.

სამეცნიერო სემინარზე საუბარი შეეხო ისლამური სახელმწიფოს - როგორც ტერორისტული ორგანიზაციის ანატომიას, მისგან მომდინარე საფრთხეებს და სამომავლოდ შესაძლო პრევენციის გზებს. ასევე ნაჩვენები იქნა საქართველოში 2017 წელს, ისლამური სახელმწიფოს ,,კავკასიის იმამატის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის - ახმედ ჩატაევის დაჯგუფების წინააღმდეგ ცატარებული სპეც .ოპერაციის კადრების გასაჯაროებული მოდელირებული რეკონსტრუქცია ერთ-ერთი სატელევიზო გადაცემიდან.

სამეცნიერო სემინარს ესწრებოდნენ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ მეცნიერებათა დეპარტამენტის აკადემიური პერსონალი, ასევე დაინტერესებული სტუდენტები. აღნიშნულ თემატიკაზე სამომავლოდ დაგეგმილია საჯარო ლექციის გამართვა.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა