თანამედროვე შეფასებით, ქალები ყველაზე დისკრიმინირებულ ფენას წარმოადგენენ არაბულ საზოგადოებაში კულტურული და რელიგიური შეხედულებების გამო, რაც ხშირად აისახება არაბული სამყაროს კანონებში და გავლენას ახდენს სისხლის სამართალზე, ეკონომიკაზე, განათლებასა და ჯანმრთელობაზე. არაბი ქალები, როგორც დემოგრაფიული კლასი, ყველაზე ცუდად არიან წარმოდგენილი პოლიტიკოსებსა და გავლენიან ფიგურებს შორის მსოფლიოს სხვა ხალხებთან შედარებით.
მოცემული სამეცნიერო სემინარი განიხილავს გენდერის საკითხებს არაბულ სამყაროში., ვინაიდან გენდერული თანასწორობა არის მიზანი, ხოლო გენდერული ნეიტრალიტეტი და გენდერული სამართლიანობა არის პრაქტიკა და აზროვნების მეთოდები, რომლებსაც მიზნის მიღწევისკენ მივყავართ. გენდერული პარიტეტი, რომელიც გამოიყენება მოცემულ სიტუაციაში გენდერული ბალანსის გასაზომად, ხელს უწყობს გენდერული თანასწორობის მიღწევას, მაგრამ ეს არ არის თვითმიზანი. გენდერული თანასწორობა უფრო მეტია, ვიდრე თანაბარი წარმომადგენლობა, იგი მტკიცედ არის დაკავშირებული ქალთა უფლებებთან და ხშირად მოითხოვს არსებული პოლიტიკის შეცვლას.
პრეზენტაცია
უკან |