სემინარები

2024 წლის 22 ივლისს, 13 საათზე, 56-ე აუდიტორიაში ზუსტ მეცნიერებათა და განათლების ფაკულტეტის პროფესორი ნანა მაკარაძე, ასოცირებული პროფესორი ნანი მამულაძე და ასოცირებული პროფესორი მარინე გურგენიძე ჩაატარებენ სამეცნიერო სემინარს თემაზე: "ბავშვზე დაკვირვებასა და ჩანაწერების დოკუმენტირებასთან დაკავშირებული გამოწვევები სკოლამდელი განათლების საფეხურზე"

სკოლამდელი განათლების სფეროში ბავშვზე დაკვირვება და ამ დაკვირვების შედეგების დოკუმენტირება უმნიშვნელოვანესი პროცესია, რომელიც ხელს უწყობს ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების გამოვლენასა და მის განვითარებაზე მორგებული სასწავლო-სააღმზრდელო გარემოს შექმნას. თუმცა, ეს პროცესი ხშირად დაკავშირებულია მრავალ გამოწვევასთან, რომლებიც აფერხებს მის ეფექტურ განხორციელებას.

ჩვენი მიზანია, გამოვავლინოთ და გავაანალიზოთ ის ძირითადი პრობლემები, რომლებსაც აღმზრდელ-პედაგოგები აწყდებიან ბავშვზე დაკვირვებისა და ჩანაწერების დოკუმენტირების პროცესში. ჩატარებული კვლევის საფუძველზე განხილულია ბავშვზე დაკვირვებასა და ჩანაწერების დოკუმენტირებასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები, როგორებიცაა: დროის მენეჯმენტი, ობიექტურობის შენარჩუნება, მონაცემთა სისტემატიზაცია და ინტერპრეტაცია. ასევე, წარმოდგენილია საუკეთესო პრაქტიკის მაგალითები და რეკომენდაციები, რომლებიც დაეხმარება სკოლამდელი განათლების სპეციალისტებს, გაუმკლავდნენ არსებულ გამოწვევებს და გააუმჯობესონ ბავშვზე დაკვირვებისა და ჩანაწერების დოკუმენტირების პროცესი.

 


უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა