სემინარები

სასემინარო თემა: პოლიტიკური კრიზისი თანამედროვე თურქეთში (2016 წლის მოვლენები). პროფესორი ემზარ მაკარაძე. 25 დეკემბერი, 2017 წელი. 15:00 საათი, 52-ე აუდიტორია.

2016 წელს თურქეთში მიმდინარე   მოვლენები, მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში მოექცა.  ბუნებრივია, ეს საკითხი  საქართველოსთვისაც იყო მნიშვნელოვანი.  ბოლო  პერიოდში, მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოები  დიდი ინტერესით ადევნებს თვალყურს თურქეთში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს,   მისი ქარიზმატული ლიდერისა  და  ისლამური ფასეულობის  მქონე  სამართლიანობისა და განვითარების  პარტიის საქმიანობას.

თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელმა მუსტაფა ქემალ ათათურქმა (1881-1938) ახალი თურქეთი დააფუძნა, სეკულარიზმისა და ევროპეიზმის პრინციპებზე. თანამედროვე თურქეთის  პოლიტიკური ცხოვრება კი მნიშვნელოვანწილად იქცა ამ პრინციპებსა და რელიგიური ხასიათის მქონე ე.წ. თურქულ „ტრადიციონალიზმს“  შორის ბრძოლის  მიზეზად.
ცხადია, „ლაიციზმად“ წოდებულმა ათათურქის სეკულარიზმის ტრადიციამ სერიოზულად დაიმკვიდრა ადგილი თურქულ საზოგადოებაში, მაგრამ თურქეთის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, განსაკუთრებით პროვინციული მოსახლეობა, დღემდე უფრო „ტრადიციონალიზმის“ ზნე-ჩვეულებების მატარებელია.

თურქეთის სტაბილურობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საქართველოსთვის    და ზოგადად, მეზობელი ქვეყნებისთვის.  თურქეთის წარმატება დადებითად აისახება საქართველოზე, ნებისმიერი ცუდი განვითარება კი უარყოფითად. იგი ჩვენს უშუალო სამეზობლოში ნატო-ს წევრი ერთადერთი სახელმწიფოა, რომელიც ამავე დროს წლების განმავლობაში საქართველოსთვის უმთავრესი სავაჭრო პარტნიორიცაა.

საქართველოსთვის თურქეთი ევროპასთან დამაკავშირებელი ხიდიცაა. ამასთან, ჩვენს სახმელეთო მეზობელთაგან მხოლოდ თურქეთს აქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამდენად, საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სტაბილურობა თურქეთსა და მის მეზობელ სახელმწიფოებში. 
 

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა