სემინარები

სასემინარო თემა: ბიოლოგიური ინვაზია, ბიოლოგიის აკადემიური დოქტორი ირაკლი მიქელაძე, 12 დეკემბერი, 2017 წელი, 12:00 საათი, ბსუ-ს ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების ინსტიტუტის სააქტო დარბაზი.

თანამედროვე ბოტანიკური და ეკოლოგიური კვლევების პრიორიტეტულ მიმართულებას ბიოლოგიური ინვაზიის შესწავლა წარმოადგენს, ვინაიდან უცხო (ადვენტურ) სახეობათა გავრცელება ბიოლოგიური მრავალფეროვნების ერთ-ერთი ძირითადი საფრთხეა. ჩ. ელტონი (Charles elton) გასულ საუკუნეში წერდა: “ჩვენ ვცხოვრობთ მეტად საშიშ ფეთქებად მსოფლიოში, ამასთან არ ვიცით სად და როდის იქნება შემდეგი აფეთქება. 

შეიძლება მოვნახოთ  შეჩერების გზები ან უკიდურეს შემთხვევაში დავაგდოთ მისი ძალა. ეს არ არის ბირთვული ბომბი ან ომი, რომელიც გვემუქრება. არსებობს აფეთქების სხვა სახეები, კერძოდ ეკოლოგიური აფეთქება, რაც ნიშნავს ცოცხალ ორგანიზმთა განუსაზღვრელი რაოდენობით ზრდას. ეს შეიძლება იყოს ინფექციურ ვირუსთა ჯგუფი ან ბაქტერია, როგორც შავი ჭირი, ან სოკო როგორც კარტოფილის დაავადება, მწვანე მცენარე როგორც ოპუნცია, ან ცხოველები მაგ. რუხი ციყვი“.

ნაშრომში წარმოდგენილია ბიოლოგიური ინვაზიის მაგალითები და საქართველოში გავრცელებული უცხო სახეობების ზოგადი მიმოხილვა.

 

  დანართი1

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა