სემინარები

სასემინარო თემა: საქართველოს როლი ენერგორესურსების ტრანსპორტირებაში და მისი ეკონომიკური შედეგი, ასოცირებული პროფესორი, პაატა აროშიძე, სემინარის ჩატარების დრო - 22 დეკემბერი, 2017 წელი, 12.00 საათი

საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა განაპირობებს მის მნიშვნელოვან როლს, ჩაერთოს კასპიის ზღვის ენერგორესურსების (ნავთობი, ბუნებრივი აირი) ტრანსპორტირებაში. ეს ერთის მხრივ ხელსაყრელია საქართველოსათვის, რადგან მტკიცდება მისი სატრანზიტო ფუნქცია და იზრდება პოლიტიკური უსაფრთხოება, მეორეს მხრივ, ევროპა ნაკლებად დამოკიდებული ხდება რუსულ ნავთობსა და გაზზე. მნიშვნელოვანია მისი ეკონომიკური შედეგიც: ნავთობის ტრანზიტიდან საქართველოს საშუალოდ ყოველწლიურად რჩება 350 მლნ.ლარი.
საქართველო მოიაზრება ჩინეთის ახალ სტრატეგიაში - ერთი სარტყელი-ერთი გზა, რომელიც „დიდი აბრეშუმის გზის“ XXI საუკუნის მოდიფიკაციაა, ეს ფაქტი კიდევ უფრო მეტად გაზრდის საქართველოს ჩართულობას საერთაშორისო პროექტებში და დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას.

  დანართი

უკან

პოპულარული სიახლეები

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველო, ბათუმი, 6010
რუსთაველის/ნინოშვილის ქ. 32/35
ტელ: +995(422) 27–17–80
ფაქსი: +995(422) 27–17–87
ელ. ფოსტა: info@bsu.edu.ge
     

სიახლის გამოწერა