არტერიული ჰიპერტენზიის გამოსავლენად აუცილებელია არტერიული წნევის გაზომვის დროს წარმოქმნილი მეთოდიკური სიძნელეების გადალახვა, როგორიცაა: წნევათა ასიმეტრია, აუსკულტაციური ჩავარდნა, თეთრი ხალათის ჰიპერტენზია, უსასრულო დიასტოლური ტონი, სისტოლური ფსევდოჰიპერტენზია იზოლირებული სისტოლური ჰიპერტენზიის დროს და ა.შ. არტერიული წნევის ზუსტი გაზომვის სიძნელეებს ქმნის, აგრეთვე, მოციმციმე არიტმია, ხშირი ექსტრასისტოლია და არასრული მეორე ხარისხის ატრიოვენტრი-კულური ბლოკადა.
არტერიული ჰიპერტენზიის ეფექტური პრევენციის და პოტენციალურ „ჰიპერ-ტონიკთა“ გამოვლენის მიზნით სა ჰარისონის სინჯის გამოყენება.
არტერიული ჰიპერტენზიის ხარისხის შესაფასებლად და ადეკვატური მკურნა-ლობის დანიშვნის მიზნით აუცილებელია არტერიული წნევის სადღეღამისო მონიტო-რინგი და ცირკადული რიტმების გათვალისწინება (dipper, non dipper, night-peaker, over-diper). თითოეულ შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი პრეპარატების შესაფერის დროს დანიშვნა!
ჰიპოტენზიური მკურნალობის დროს პრეპარატების და მათი დოზირების შერჩევის ერთ-ერთი კრიტერიუმი საშუალო არტერიული წნევის გამოანგარიშება უნდა იყოს, რაც, სამწუხაროდ, თერაპიულ პრაქტიკაში ძალზე იშვიათად გამოიყენება, მიუხედავად იმისა, რომ გამოთვლა ძალზე ადვილია: დიასტოლურ წნევას პლუს პულსური წნევის მესამედი!
ყველა ამ საკითხის ირგვლივ ნაშრომში მოცემულია კონკრეტული პრაქტიკული რეკომენდაციები.
დანართიუკან |